Today - 30 Jul
Start
Tender - for the implementation of facade rehabilitation works
Tbilisi
Application information
Phone: +995 577760386
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Tender/Competition
Tender
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შესასრულებელი სამუშაოების მახასიათებლები მოცემულია დანართ №1–ში;
ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართ №2–ში;
აფიდავიტი დანართი N3–ში;
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- ღირებულება დანართი №1–ის შესაბამისად;
- მომსახურების ღირებულების გადახდის პირობა;
- სამუშაოების შესრულების დეტალური აღწერილობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, ელ. ფოსტა;
- ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
- ხელმოწერილი აფიდავიტი, რომელიც თან ერთვის წინამდებარე განცხადებას.
შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%–ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.
კომპანიის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოდგენა.
სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
- სამუშაოს შესრულების ვადები;
- სამუშაოს შესრულების ხარისხი;
- სამუშაოს შესრულების ღირებულება;
გამარჯვებულ პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება მოეთხოვოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა:
- საბანკო რეკვიზიტები, დამოწმებული ბანკის სველი ბეჭდით;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
- ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
- საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
- ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
პრეტენდენტთა საყურადღებოდ!
ტენდერი ტარდება 1 კონვერტის პრინციპით, რაც არ გულისხმობს პრეტენდენტთა შორის ელექტრონულად ვაჭრობის ეტაპის გამართვას და აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეტენდენტთა მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი კონკურენტული/საბოლოო სატენდერო წინადადებები (მათ შორის საბოლოო ფასები).
პრეტენდენტთა მიერ შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულად www.etenders.ge-ს საშუალებით.
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ივლისს, 16:00 საათი www.etenders.ge -ს საშუალებით. გამარჯვებულ პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა ეცნობება დამატებით.
ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის, ინფორმაციის დაზუსტებისათვი ს, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს: ზვიად ყურაშვილი, მობ. +995 577760386 მაია კოჩაძე, ტელ.: +995 577 951 085.
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
Tender/Competition
Tender
Views
Unique views
