20 Jul - 18 Aug
Start
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Construction
Landscaping Administration / Business Management Economic processes management - Industry / Field: Health Care
Pharmaceuticals - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ტერიტორიის მოვლისა და კეთილმოწყობის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ტერიტორიის (ეზოსა და გარე სივრცეების) მოვლა-პატრონობის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
- მებაღეების, მეეზოვეებისა და დამხმარე პერსონალის სამუშაოების კოორდინაცია და შესრულების ხარისხის მონიტორინგი;
- ტერიტორიის სისუფთავის, მოწესრიგებულობისა და კეთილმოწყობის უზრუნველყოფა;
- გამწვანების სამუშაოების დაგეგმვა და კონტროლი (მცენარეების მოვლა, სეზონური სამუშაოები და სხვა);
- საჭირო ინვენტარისა და მასალების მოთხოვნის განსაზღვრა და კონტროლი;
- არსებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში, გარე სივრცეების გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ტერიტორიის მოვლა, კეთილმოწყობა, გამწვანების მიმართულება);
- ადამიანების მართვისა და სამუშაოების კოორდინაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- პრაქტიკული გამოცდილება გამწვანებისა და ტერიტორიის მოვლის საკითხებში;
- პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10.08.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); +995 5 97 002 987
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/dMQPre8F2c
Apply (On another website)
Construction
Landscaping
Administration / Business Management
Economic processes management
Views
Unique views
