Today - 20 Aug
Vip
Receptionist
Tbilisi, Isani, Beri Gabriel Salosi Ave.
Application information
Email: hr@asgeorgia.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Registration - Industry / Field: Construction
Construction - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1500
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Minimal educational level: High School, Bachelor
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს "ას ჯორჯიას" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი NET
პოზიციის ზოგადი პროფილი
განიხილება მაღალი კომუნიკაციის უნარების, მომსახურებაზე ორიენტირებული მიდგომისა და ორგანიზებულობის მქონე სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ვიზიტორებისა და კლიენტების პირველადი მიღების, საკომუნიკაციო პროცესების ეფექტიანად მართვისა და გაყიდვების გუნდის ყოველდღიური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე.
აღნიშნული პოზიცია მოითხოვს პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას, კომპანიის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენას და კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ფუნქცია - მოვალეობები:
- ქოლ-ცენტრში შემოსული ზარებისა და შეტყობინებების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;
- ყველა ვიზიტორის მონაცემების კომპანიის ბაზაში ასახვა და განახლება;
- კლიენტების პირველადი მიღება, საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის თანამშრომლებთან გადამისამართება;
- საჭიროების შემთხვევაში კლიენტების თანხლება კომპანიის ტერიტორიაზე;
- რეალტორებთან აქტიური კომუნიკაცია, ლიდების აღრიცხვა და კომპლექსის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება;
- გაყიდვების გუნდის ყოველდღიური მხარდაჭერა საოპერაციო და საკომუნიკაციო პროცესებში;
- საკანცელარიო მარაგების აღრიცხვა, კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა;
- მარკეტინგულ კვლევებში მონაწილეობა და მარკეტინგის დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- კომპანიის შიდა და გარე კომუნიკაციების მხარდაჭერა;
- ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საჭირო უნარები და კომპეტენციის სფეროები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან მონათესავე მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონისა;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საქმიანი კომუნიკაციისა და მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა.
- კლიენტებთან მუშაობისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
კომპანიის შეთავაზება
- სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში;
- პროფესიონალური და მეგობრული სამუშაო გარემო;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამუშაო სივრცეში საქმიანობა;
- კონკურენტული ანაზღაურება და მოტივაციის სისტემა.
დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@asgeorgia.ge და ელ. ფოსტის “subject”-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო 2026
Administration / Business Management
Registration
Views
Unique views
