Today - 26 Aug
Standard
Head of Marketing Department
Tbilisi, Nadzaladevi, Guramishvili Ave. (Nadzaladevi)
Application information
Email: staff@zgvaludi.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Marketing management - Industry / Field: Retail
Retail Consumer Products and Services Food & Beverages - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 2500 - 3000(+ Bonus)
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Marketing/Public Relations (PR)
Marketing management - Industry / Field(Mandatory):Retail
Retail Consumer Products and ServicesFood & Beverages - Seniority level: Senior-Level
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 13 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
ZGVA LUDI — ჩამოსასხმელი ლუდის სპეციალიზებული მაღაზიების ქსელი, რომელიც აერთიანებს საკუთარ ლუდსახარშ MAXIMUS-სა და პაბების ქსელ MAXIMUS PUB-ს ეძებს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს!
სამუშაო პირობები:
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ჩვენ გთავაზობთ:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ქართულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge
რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
ZGVA LUDI — ჩამოსასხმელი ლუდის სპეციალიზებული მაღაზიების ქსელი, რომელიც აერთიანებს საკუთარ ლუდსახარშ MAXIMUS-სა და პაბების ქსელ MAXIMUS PUB-ს ეძებს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს!
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 2500ლ (2 თვე), შემდეგ 3000ლ + KPI (LFL მეტრიკების მიხედვით)
- ფორმატი: სრული სამუშაო განაკვეთი
- ლოკაცია: თბილისი, გურამიშვილის 17ბ
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- მაღაზიებისა და პაბების გაყიდვების ანალიზი, ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მოგების გაზრდის ინიციატივების მომზადება;
- ლოიალობის პროგრამის (CRM) მართვა, მომხმარებელთა ბაზის განვითარება და განმეორებითი გაყიდვების ზრდა;
- მარკეტინგული აქციების დაგეგმვა, განხორციელება და მათი ეფექტიანობის შეფასება;
- კომპანიის ბრენდების განვითარება და პოზიციონირება;
- მარკეტინგის დეპარტამენტის საქმიანობის მართვა;
- SMM მენეჯერის, კონტენტ კრეატორისა და მიწოდების აგრეგატორების მენეჯერის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
- გაყიდვების განვითარება მიწოდების აგრეგატორების მეშვეობით;
- მერაჩენდაიზინგის სტანდარტების, პლანოგრამებისა და მაღაზიების ვიზუალური გაფორმების შემუშავება და დანერგვა;
- კონკურენტების, ბაზრისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი;
- რეგულარული ანალიტიკური ანგარიშების მომზადება და გაყიდვებისა და მოგების ზრდის ინიციატივების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- საცალო ვაჭრობის, HoReCa ან FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გაყიდვების, მარკეტინგული მაჩვენებლებისა და KPI-ების ანალიზის გამოცდილება;
- CRM სისტემებთან და ლოიალობის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- სისტემური აზროვნება, ინიციატივიანობა და ფინანსურ შედეგზე ორიენტირებულობა;
- რუსული ენის თავისუფლად ცოდნა (სავალდებულოა);
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განვითარებასა და გაყიდვების ზრდაში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ქართულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge
რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
Marketing/Public Relations (PR)
Marketing management
Views
Unique views
