Today - 26 Aug
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering
Table Service Techniques - Industry / Field: Recreation & Travel
Hospitality, Leisure, Travel & Tourism - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance,Discounts in our/partner companies
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Minimal educational level: Incomplete High School, Bachelor, High School, Doctor, College, Master, Other
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ვეძებთ ენერგიულ, თბილ და პოზიტიურ მიმტანს, რომელიც შეუერთდება Hampton by Hilton Batumi Center-ის გუნდს.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მომსახურება, გსურთ სტუმრებს მეგობრული და სასიამოვნო გარემო შეუქმნათ და მჭიდროდ ითანამშრომლოთ პროფესიონალ გუნდთან — ეს შესაძლებლობა თქვენთვის არის!
სამუშაოს აღწერა:
F&B მიმტანი პასუხისმგებელია საუზმის სერვისის ოპერატიულ და მაღალი სტანდარტით წარმართვაზე. უზრუნველყოფს სტუმრების თბილად და მეგობრულად გამასპინძლებას. მჭიდროდ თანამშრომლობს გუნდთან და იცავს ბრენდის მომსახურების ყველა ნორმას. საჭიროების შემთხვევაში, აქტიურად მხარს უჭერს სასტუმროს სხვა დეპარტამენტებს ოპერაციების ეფექტურად განხორციელებაში. პოზიცია ექვემდებარება საოპერაციო სუპერვაიზერს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუმრების კმაყოფილებისა და პოზიტიური გამოცდილების შექმნაში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- საუზმის ბუფეტისათვის საკვებისა და სერვისისთვის საჭირო ნივთების მომზადება და შევსება.
- სტუმრების თბილად მიღება/გამასპინძლება და მათთვის დახმარების გაწევა საუზმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჭიროებაზე.
- მაგიდების დროულად ალაგება და გაწყობა სუფთა და მყუდრო გარემოს შესანარჩუნებლად.
- ჭურჭლისა და აღჭურვილობის სუფთა, ხელმისაწვდომ და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება. საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტისთვის პრობლემების შეტყობინება.
- გამოყენებული ჭურჭლისა და საკვები მოწყობილობების უსაფრთხო და ეფექტური გადატანა რეცხვით სივრცეში.
- სტუმრების შეკითხვებსა და მოთხოვნებზე დროული, პროფესიონალური და მეგობრული პასუხის გაცემა.
- Hilton-ის ვიზუალური სტანდარტების დაცვა, მათ შორის უნიფორმის ტარება, სისუფთავე და პირადი ჰიგიენა.
- სასტუმროს უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, ჯანმრთელობისა და საკვების უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა.
სხვა მოვალეობები:
- საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს F&B-ს ან სასტუმროს სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერას (მაგალითად, ბარში ან ლობიში დახმარება)
- აქტიურად მონაწილეობს გუნდურ შეხვედრებში და ტრენინგებში
- ასრულებს მენეჯმენტის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს, რათა უზრუნველყოს სტუმართა კმაყოფილება და ოპერაციული პროცესების შეუფერხებელი მუშაობა
კვალიფიკაცია:
- სასურველია გამოცდილება კვების მომსახურების, სასტუმრო ბიზნესის ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში, თუმცა არა სავალდებულო.
- პოზიტიური განწყობა, გუნდზე ორიენტირებული მიდგომა და სწავლის სურვილი.
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; სხვა ენების ცოდნა უპირატესობაა.
უნარები:
- კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ურთიერთობის უნარები.
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დატვირთულ საათებში მრავალ დავალებასთან ეფექტურად გამკლავება სერვისის ხარისხის დაზიანების გარეშე.
- ძირითადი ჰიგიენის და საკვების დამუშავების სტანდარტების ცოდნა და დაცვა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
- სამუშაო განაკვეთი: სრული, ძირითადად დილის ცვლები (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
- ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“;
- ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში;
- 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;
- დასაქმების შემდეგ თანამშრომლის შვილების ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ჩარიცხვის შემთხვევაში - 10%-იანი ფასდაკლება;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_qbo3w/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
Hampton by Hilton Batumi Center მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
Apply (On another website)
Hotel / restaurant / catering
Table Service Techniques
Views
Unique views
