Today - 28 Aug
Standard
Specialist in structural and detailed drawings of metal structures
Poti
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Production/Operations Metallurgy
  • Industry / Field: Manufacturing Metal and steel production
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Production/Operations Metallurgy
  • Industry / Field(Mandatory):
    Manufacturing Metal and steel production
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, College, Doctor, Master, Other
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანის იდეა ინდუსტრია აცხადებს ვაკანსიას ლითონ-კონსტრუქციების კონსტრუქციული და დეტალური ნახაზების სპეციალისტის პოზიციაზე.

იდეა ინდუსტრია აქტიურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს სამრეწველო პროექტების მშენებლობას.

ოფისის მდებარეობა: ქ.ფოთი (ს.ყულევი)

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
კომფორტულ სამუშაო გარემოს;
მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ფუნქცია - მოვალეობები
  • ლითონ-კონსტრუქციების კონსტრუქციული (GA) და დეტალური (Shop Drawings) ნახაზების მომზადება პროექტის მოთხოვნებისა და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.
  • სამუშაო დოკუმენტაციის შემუშავება და განახლება (KMD/KM, დეტალური კვანძები, ჭრილები, სპეციფიკაციები).
  • სამშენებლო, არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებთან ნახაზების კოორდინაცია.
  • ლითონის ელემენტების, შეერთებების, სამაგრებისა და კვანძების დეტალური დამუშავება.
  • მასალების სპეციფიკაციების (BOM – Bill of Materials) მომზადება.
  • წარმოებისთვის საჭირო ფაილებისა და დოკუმენტაციის მომზადება.
  • ნახაზების შესაბამისობის კონტროლი მოქმედ ნორმებთან, სტანდარტებთან და ტექნიკურ დავალებასთან.
  • პროექტში განხორციელებული ცვლილებების ასახვა და დოკუმენტაციის განახლება.
  • პროექტის მენეჯერებთან, კონსტრუქტორებთან, საწარმოო და სამშენებლო გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
  • ტექნიკური საკითხების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტილებების შეთავაზება.
  • შესრულებული სამუშაოს ტექნიკური დოკუმენტაციის ორგანიზება და არქივირება.
  • საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო მოედანზე ან საწარმოში ტექნიკური კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, კონსტრუქციების ან მონათესავე მიმართულებით.
  • AutoCAD-ის სრულყოფილად ცოდნა; Tekla Structures-ის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
  • სასურველია Advance Steel, Revit ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა.
  • ლითონ-კონსტრუქციების პროექტირებისა და დეტალური ნახაზების მომზადების გამოცდილება.
  • ტექნიკური ნახაზებისა და საინჟინრო დოკუმენტაციის წაკითხვისა და მომზადების უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი : 09:00 – 18:00.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2025 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე : HR@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
Production/Operations
Metallurgy
Views
Unique views
Similar announcements