Today - 01 Sep
Vip
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Accounting / Finance
Financial Management - Industry / Field: Finance
Financial Services - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია: შ.პ.ს. CPAY აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
CPAY არის ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელსაც გააჩნია საკუთარი ელექტრონული საფულე, არის Visa-ს ასოცირებული წევრი და უშვებს წინასწარი გადახდის ბარათებს.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის ყოველდღიური ფინანსური და საბუღალტრო ოპერაციების დაგეგმვა, ორგანიზება და აღრიცხვა;
- გადახდების მომზადება, განხორციელება და კონტროლი
- საბანკო ანგარიშების მართვა, გადარიცხვების განხორციელება, ამონაწერების ყოველდღიური კონტროლი და ანგარიშების შეჯერება;
- კომპანიის ფულადი ნაკადების (Cash Flow) მონიტორინგი და ლიკვიდობის კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, კონტროლი და პერიოდული შეჯერება;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, შემოწმება, სისტემატიზაცია და არქივაცია;
- ფინანსური და საბუღალტრო მონაცემების ასახვა შესაბამის პროგრამებში (Oris, 1C ან სხვა);
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და დახურვის პროცესში მონაწილეობა;
- საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, ქონების და სხვა) მომზადებაში მონაწილეობა და ვადების კონტროლი;
- ბიუჯეტის დაგეგმვის, ფინანსური ანალიზისა და ხარჯების კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
- Excel-ში ანალიტიკური ანგარიშების, ფინანსური მოდელებისა და მენეჯერული რეპორტების მომზადება;
- ფინანსური დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასა და კომპანიის შიდა რეგულაციებთან;
- საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობის, აუდიტორებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის;
- პარტნიორ ბანკებთან, Visa-სთან, საგადახდო სისტემებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ფინანსური ოპერაციების მხარდაჭერა;
- კომპანიის ფინანსური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (ან ბოლო კურსის სტუდენტი);
- 1C-ის ან Oris-ის ცოდნა;
- MS Excel-ის კარგი ცოდნა
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- სიზუსტე, პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო გრაფიკი - 10:00 – 18:00
ლოკაცია - თბილისი, პეკინის ქუჩა 33ა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@creditservice.ge
Accounting / Finance
Financial Management
Views
Unique views
