Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Brand Management, Market Research - Industry / Field: Health Care
Pharmaceuticals - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: from 3 to 5 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Marketing/Public Relations (PR)
Brand Management, Market Research - Industry / Field(Desired):Health Care
Pharmaceuticals - Seniority level: Senior-Level
- Minimal educational level: Master
- Languages: English,Russian
- Driving licence: B Category
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ჩვენ ვართ ერთ-ერთი წამყვანი გენერიული ფარმაცევტული კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და ჩვენი საქმიანობა მოიცავს ფარმაცევტული ღირებულების ჯაჭვის ყველა რგოლს.
დსს ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბაზრის წილის გაზრდისა და გაყიდვების მიზნების მისაღწევად, მარკეტინგული გეგმებისა და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება პროდუქტებისთვის, მათი განხორციელება და კონტროლი;
- სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრა OTC (ურეცეპტოდ გასაცემი) პროდუქტებისთვის და მათი განხორციელების მონიტორინგი;
- რესურსების ეფექტიანად განაწილება და პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მაქსიმალურად გახანგრძლივება;
- ახალი და არსებული პროდუქტებისთვის ბაზარზე გატანის ახალი გზების შეთავაზება და გაყიდვების პროცესის აქტიური მონიტორინგი;
- სარეკლამო სააგენტოებთან ერთად მედია-გეგმების შემუშავება, მათი განხორციელების კონტროლი და მიღებული შედეგების შეფასება;
- მუდმივი კომუნიკაცია სათავო ოფისის საერთაშორისო ბრენდ-მენეჯმენტის გუნდთან და ადგილობრივ სხვადასხვა ფუნქციურ გუნდებთან;
- მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით).
გამოცდილება:
- მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ბრენდ-მენეჯმენტის სფეროში;
- აუცილებელია Consumer Healthcare (მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა) ან FMCG (სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი) პორტფელის მართვის გამოცდილება;
- პროდუქტის ბაზარზე წარმატებით დანერგვის (Product Launch) გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
- მარკეტინგის სიღრმისეული ცოდნა;
- გამოცდილება Trade Marketing-ში (სავაჭრო მარკეტინგი);
- ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (წერილობით და ზეპირი).
პიროვნული თვისებები
- მიზანდასახული, ამბიციური და საუკეთესო შედეგებზე ორიენტირებული;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პატიოსნება და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის, ვადების დაცვისა და პასუხისმგებლობების აღების უნარი;
- პროდუქტის ბაზარზე წარმატებით დანერგვის ძლიერი კომპეტენცია;
- თვითგანვითარების სურვილი;
- სწრაფი ანალიზისა და დროული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ეფექტური მუშაობის უნარი დამოუკიდებლად და გუნდში.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ CV ინგლისურ და ქართულ ენებზე ფოტოსურათით, ქვემოთ მოცემულ ბმულზე დაწკაპუნებით:
https://jobs.servier.com/job-invite/12444/
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შემდგომი გასაუბრებისთვის.
ჩვენი მისიაა ვემსახუროთ ადამიანებს მთელი ჩვენი ცოდნით და ვუზრუნველყოთ მათი ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება.
