Today - 03 Sep
Standard
Logistics Coordinator / Export-Import Specialist
Mtskheta Municipality, Natakhtari
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Logistics / Transport Import/Export Management
  • Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain Logistics & Supply Chain
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Desired):
    Logistics / Transport Import/Export Management
  • Industry / Field(Desired):
    Transportation, Logistics & Supply Chain Logistics & Supply Chain
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: English,Russian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ROYAL PAPER აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:ლოჯისტიკის კოორდინატორი / ექსპორტ-იმპორტის სპეციალისტი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ჩვენ შესახებ
ROYAL PAPER არის ქართული კომპანია, რომელიც საქმიანობს მეორადი ქაღალდისა და მუყაოს შეგროვების, გადამუშავების, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით.
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, თანამედროვე სამუშაო პროცესებსა და საიმედო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ლოჯისტიკის კოორდინატორს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვების სრულ საოპერაციო პროცესში.
შენი როლი გუნდში
ლოჯისტიკის კოორდინატორი პასუხისმგებელი იქნება ექსპორტისა და იმპორტის გადაზიდვების დაგეგმვაზე, სატვირთო ავტომობილების მოძიებაზე, დატვირთვების ორგანიზებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაზე.
პოზიცია გულისხმობს ყოველდღიურ კომუნიკაციას გადამზიდავ კომპანიებთან, მძღოლებთან, კომპანიის ფილიალებთან, საბაჟო წარმომადგენლებთან და უცხოელ პარტნიორებთან.
გამოცდილების ნაკლებობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას — სამუშაო პროცესებს, შიდა სისტემასა და დოკუმენტაციის მომზადების წესებს კომპანია ადგილზე შეგასწავლის.

ძირითადი მოვალეობები
  • ექსპორტისა და იმპორტის გადაზიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • დატვირთვის თარიღებისა და სატრანსპორტო გრაფიკების შეთანხმება;
  • სატვირთო ავტომობილებისა და გადამზიდავი კომპანიების მოძიება;
  • გადაზიდვის პირობებსა და ტარიფებზე მოლაპარაკება;
  • მძღოლებისა და სატვირთო ავტომობილების მონაცემების შეგროვება და გადამოწმება;
  • კომპანიის ფილიალებთან დატვირთვების კოორდინაცია;
  • სატვირთო ავტომობილების დროული გამოცხადებისა და დატვირთვის პროცესის კონტროლი;
  • გადაზიდვის მონიტორინგი დატვირთვიდან ტვირთის საბოლოო ჩაბარებამდე;
  • მძღოლებთან, გადამზიდავებთან, საბაჟო წარმომადგენლებსა და პარტნიორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • კომპანიის შიდა სისტემიდან ინვოისების, შეფუთვის ფურცელის და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება და დაბეჭდვა მიწოდება/გადაგზავნა შესაბამის მხარეებზე;
  • CMR-ისა და გადაზიდვისთვის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადება, გადამოწმება და მიწოდება/გაგზავნა;
  • ექსპორტისა და იმპორტის დოკუმენტაციის მოწესრიგება და დაარქივება;
  • გადაზიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაბამის პროგრამებსა და ცხრილებში ასახვა;
  • შეფერხებების, დაგვიანებებისა და სხვა საოპერაციო საკითხების დროული იდენტიფიცირება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ლოჯისტიკური და საოპერაციო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოჯისტიკის, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • ლოჯისტიკის, საერთაშორისო გადაზიდვების, ექსპორტ-იმპორტის ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საკმარისია დამწყები ან არაუმეტეს 1-წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატიც;
  • განიხილებიან მოტივირებული ახალკურსდამთავრებულებიც;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ისა და MS Word-ის, ცოდნა;
  • კომპიუტერულ პროგრამებთან და ელექტრონულ სისტემებთან სწრაფად მუშაობის უნარი;
  • დოკუმენტებთან ზუსტად და ყურადღებით მუშაობის უნარი;
  • ინგლისური, რუსული ან თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • რამდენიმე უცხო ენის ცოდნის მქონე კანდიდატს მიენიჭება პრიორიტეტი.

პიროვნული თვისებები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ინიციატივიანობა და სწავლის სურვილი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ
  • ერთთვიან გამოსაცდელ პერიოდს;
  • გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში ანაზღაურებას — 1 600 ლარი ხელზე ასაღები;
  • გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ ანაზღაურებას — 1 800–2 300 ლარი ხელზე ასაღები, კანდიდატის ცოდნის, სამუშაო შედეგებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად;
  • სამუშაო პროცესების სრულად შესწავლასა და ადგილზე გადამზადებას;
  • კომპანიის შიდა ლოჯისტიკურ და დოკუმენტბრუნვის სისტემებთან მუშაობის შესწავლას;
  • საერთაშორისო გადაზიდვებისა და ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
  • პროფესიული განვითარებისა და ანაზღაურების შემდგომი ზრდის შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს.


როგორ შემოგვიერთდე
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:CV@royalpaper.ge
ელფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე:
„ლოჯისტიკის კოორდინატორი“
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის პროცესში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატის პასუხისმგებლობა, გულწრფელობა და პროფესიული განვითარების სურვილი.
გისურვებთ წარმატებას!

Logistics / Transport
Import/Export Management
Views
Unique views