Today - 05 Sep
Standard
Pop-up Manager/Beauty Consultant
Tbilisi
Sol de Janeiro
Application information
Email: vacancy@loccitane.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Branch management Sales Sales Consulting and Advisory - Industry / Field: Consumer Products and Services
Beauty/Self-care - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Seniority level: Entry-Level
- Minimal educational level: Bachelor, College
- Suitable for students: Yes
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
მსოფლიოში აღიარებული პრემიუმ beauty ბრენდი "Sol de Janeiro" საქართველოში ოფიციალურად შემოდის!
„ Sol de Janeiro “ წარმომადგენლობა საქართველოში ეძებს:
სილამაზის კონსულტანტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბრენდ Sol de Janeiro-ს ღირსეულად წარმოჩენაზე, მომხმარებლისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევაზე, პროდუქციის ცნობადობის ამაღლებასა და გაყიდვების ხელშეწყობაზე.
პოპ-აპის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სივრცის ყოველდღიური საქმიანობის, კონსულტანტების გუნდისა და გაყიდვების პროცესის ეფექტიან მართვაზე.
თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული და გსურთ იმოგზაუროთ სილამაზის სამყაროში შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
"პოპ-აპის მენეჯერი" - ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოპა-პის პროცესების მართვა; შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგებზე პასუხისმგებლობა;
- პოპ-აპის პროდუქციის განლაგების მერჩენდაიზინგის მოწოდებულ სტანდარტთან შესაბამისობის ყოველდღიური მონიტორინგი;
- გუნდის წევრების ფუნქციებისა და სამუშაო გრაფიკების ეფექტურად გადანაწილება და ყოველდღიური მონიტორინგი;
- მომხმარებლებთან ურთიერთობასა და საცალო გაყიდვებში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციაზე ფასის მაჩვენებლების, ფასებისა და სალაროს კონტროლი;
- ნაშთების, პოპ-აპის დროული მომარაგების, მოკლევადიანი პროდუქციის კონტროლი და საჭირო პროცესების მართვა;
- აღწერების დაგეგმარების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და გეგმის მიხედვით შესრულების უზრუნველყოფა;
- ტექნიკური ხარვეზის შესახებ შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;
- გუნდის წევრების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ადგილზე პროდუქციის ან/და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფა;
- მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტების მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა და რჩევების გათვალისწინება;
- პროდუქციის გაყიდვების სტიმულირების მიზნით სხვადასხვა კამპანიების აქტივობებში აქტიური ჩართულობა და გუნდის წევრების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
- ადგილზე შექმნილი კრიზისული/პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, გაყიდვების მიმართულებით);
- გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- მნიშვნელოვანია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
"სილამაზის კონსულტანტი" ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება;
- სამუშაოს შესრულება გლობალური სტრატეგიისა და ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით;
- პოპ-აპში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა;
- ბრენდების თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი;
- პოპ-აპში შემოსული მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება/ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- მნიშვნელოვანია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- კანდიდატები განიხილებიან სამუშაო გამოცდილების გარეშეც;
პიროვნული უნარები და მოთხოვნები:
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებულობა;
- პროდუქციის პრეზენტაციის და ეფექტური წარდგენის უნარი
- პრეზენტაბელური და დისციპლინირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- საინტერესო და სამოტივაციო აქტივობებს;
- სხვადასხვა სამოტივაციო და საბონუსე სქემა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი და ბალანსი.
სამუშაო ადგილი: თბილისი — ქალაქის წამყვანი სავაჭრო ცენტრები.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება; 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობასა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@loccitane.ge 2026 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პოპ-აპის მენეჯერი" ან "სილამაზის კონსულტანტი" ქ.თბილისში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
Administration / Business Management
Branch management
Sales
Sales Consulting and Advisory
Views
Unique views
