Today - 04 Sep
Start
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Logistics / Transport
Warehousing - Industry / Field: Health Care
Pharmaceuticals - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Minimal educational level: Master, Bachelor, High School, College, Doctor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას საწყობში დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადიფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამეურნეო და დამხმარე სამუშაოების შესრულება
- ტვირთის გადატანა, გადაადგილება და საჭიროებისამებრ განთავსება;
- საწყობის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში თანამშრომლების მხარდაჭერა;
- საწყობის ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობისა და დატვირთულ რეჟიმში სწრაფი რეაგირების უნარი.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00;
სამუშაო ადგილი: ლილო;
თანამშრომლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 07.09.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1567); 574-11-33-08
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/nfaVbqVF1v
Apply (On another website)
Logistics / Transport
Warehousing
Views
Unique views
