Today - 05 Sep
Vip
Event Coordinator
Tbilisi, Sololaki, Lermontovi st.
Application information
Email: hr.iotahotels@gmail.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering
Restaurant Management Tourism/Entertainment Event Planning and Management - Industry / Field: Recreation & Travel
Hospitality, Leisure, Travel & Tourism - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Hotel / restaurant / catering
Restaurant Management Tourism/EntertainmentEvent Planning and Management - Industry / Field(Mandatory):Recreation & Travel
Hospitality, Leisure, Travel & Tourism - Minimal educational level: Bachelor
- Languages: English,Russian
This announcement is
available only in Georgian Language, please see the text below (You can also
switch the site Language from header language switcher)
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიას, ივენთ კოორდინატორის პოზიციაზე.
"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება
- დაგეგმილი ღონისძიებების ბიუჯეტის შედგენა და ანგარიშგება
- ჩატარებული ღონისძიებების შედეგების სტატისტიკა/ანალიტიკა
- ღონისძიების ეფექტურობის გაზომვა, ორგანიზატორებთან მუდმივი კავშირის ქონა
- სტუმრებისაგან მიღებული ინფორმაციისა და კმაყოფილების დონის მუდმივი შესწავლა/ანალიზი
- სასტუმროში წარმართული ღონისძიებების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
- მომსახურების გაცნობის მიზნით, პოტენციური პარტნიორებისათვის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა/გაცნობა
- პარტნიორი კომპანიების ინფორმირება სპეციალური შეთავაზებების შესახებ
- არსებულ პარტნიორებთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნება, მოთხოვნების დაზუსტება/ანალიზი და სათანადო რეაგირება
- ბაზრის სიახლეების/ახალი ტენდენციების მუდმივი თვალყურის დევნა/გამოვლენა
- კომპანიისათვის საინტერესო ტენდერებში მონაწილეობის მიღება და საჭირო საბუთების შეგროვება
- ყოველდღიური რეპორტინგის განხორციელება სასტუმრო იოტას სტანდარტების მიხედვით
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული, ცალკეული თანამდებობრივი ინსტრუქციების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- აუცილებელია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების თავისუფალ დონეზე ფლობა (გასაუბრება წარიმართება უცხო ენებზე)
- ეფექტური კომუნიკაციის, დახვეწილი მეტყველების და წერის უნარები
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
- მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
- პუნქტუალურობა
- ორგანიზებულობა
- ნოვატორულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
- თბილ და მეგობრულ გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვებით უზრუნველყოფას
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის 10
სამუშაო გრაფიკი: სრული
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("ივენთ კოორდინატორი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.
"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
Hotel / restaurant / catering
Restaurant Management
Tourism/Entertainment
Event Planning and Management
Views
Unique views
