Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Technical processes management - Industry / Field: Manufacturing
Food Production - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 3000 - 5000
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 5 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Administration / Business Management
Technical processes management - Industry / Field(Mandatory):Manufacturing
Food Production - Seniority level: Senior-Level
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე „ნოსტე“-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.
შპს “ჯი პი პი” აცხადებს ვაკანსიას „ტექნიკური მენეჯერის“ პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
სამუშაოს აღწერა:
- ტექნიკური სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკისა და საწარმოო დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა, მათი გამართულად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
- საინჟინრო სისტემების (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, ელექტრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია) სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოების, ასევე მათი შემდგომი შეუფერხებელი მუშაობის ზედამხედველობა/კოკნტროლი;
- პრევენციული და გეგმური ტექნიკური მომსახურების ორგანიზება და კონტროლი;
- ავარიული დაზიანებების დროული აღმოჩენა, დიაგნოსტიკა და აღმოფხვრის პროცესის მართვა;
- ტექნიკური პერსონალის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და შეფასება;
- სათადარიგო ნაწილების, მასალებისა და ტექნიკური მარაგების კონტროლი;
- სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, საფრთხეების კონტროლი;
- შრომის უსაფრთხოების საკითხები;
- ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- სხვა ტექნიკური მიმართულების საკითხების შესრულება და უზრუნველყოფა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის, მომსახურების გეგმებისა და ანგარიშგების წარმოება და შესაბამისი რეპორტების წარდგენა უშუალო უფროსთან;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საინჟინრო, მექანიკურ, ელექტრო ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებით ;
- გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
- მაღალი მოტივაცია;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ფოკუსირება;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროის მართვა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ - 18:00 სთ;
- სამუშაო ადგილი - კასპი;
- ანაზღაურება: 3000 – 5000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
დამატებითი ინფორმაცია:
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს.
შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 სექტემბერი 2026 წ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: HR@gpp.ge, ასევე გთხოვთ მეილის “Subject” ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ტექნიკური მენეჯერი“.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „ჯი პი პი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
