Today - 27 Aug
Standard
Programs and Operations Officer
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Administration / Business Management Project management, Operational processes management Information technologies Programming/Development
  • Industry / Field: Consumer Products and Services Consumer Services
  • Seniority level: Senior-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 2500

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 3 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Administration / Business Management Project management, Operational processes management
    Information technologies Programming/Development
  • Industry / Field(Mandatory):
    Consumer Products and Services Consumer Services
  • Seniority level: Senior-Level
  • Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian,English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

საქართველოს HR პროფესიონალთა ასოციაცია (HRPA • Georgia) აცხადებს ვაკანსიას პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ინფორმაცია პოზიციის შესახებ:
  • პოზიციის დასახელება: პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცერი (Programs and Operations Officer)
  • უშუალო დაქვემდებარება: ასოციაციის პრეზიდენტი
  • ანგარიშვალდებულია: ასოციაციის პრეზიდენტისა და სენატის წინაშე
  • დაქვემდებარებული პოზიციები და აუთსორს ფუნქციები:
  • სერვისების ოფიცერი;
  • კორპორაციულ წევრებთან ურთიერთობის მენეჯერი;
  • მარკეტინგისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის (PR) კოორდინატორი;
  • ადმინისტრაციული, საქმიწარმოებისა და ლოგისტიკის კოორდინატორი.
  • დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: 2 500 ლარი (ხელზე ასაღები)
  • დამატებით პროექტებში ჩართულობისთვის ცალკე ანაზღაურებისა და წლის ბოლოს შედეგებზე დაფუძნებული ბონუსის შესაძლებლობა.

პოზიციის ზოგადი დახასიათება
პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცერი:
  • უზრუნველყოფს ასოციაციის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების გამართულ მართვას;
  • სტრატეგიულ მიზნებს გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმებად და რეალურ შედეგებად;
  • მხარს უჭერს კომიტეტების ფორმირებასა და გაძლიერებას და კოორდინაციას უწევს პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას;
  • პარალელურად მართავს რამდენიმე პროექტსა და პროცესს, სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და იცავს შეთანხმებულ ვადებს;
  • ეფექტიანად თანამშრომლობს განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანებთან და კომუნიკაციას წარმართავს მკაფიოდ, საქმიანად და კონსტრუქციულად;
  • აანალიზებს ინფორმაციას და დროულად ავლენს პრობლემებსა და რისკებს;
  • დამოუკიდებლად მუშაობს და პასუხისმგებლობას იღებს მიღებულ შედეგებზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
პროგრამებისა და პროექტების მართვა
  • ასოციაციის პროგრამების, პროექტების, კონფერენციებისა და სხვა ფორმატის ღონისძიებების სრული ციკლის მართვა - დაგეგმვა, საოპერაციო, ადმინისტრაციული და ლოგისტიკური კოორდინაცია, განხორციელება, პროგრესისა და ბიუჯეტის მონიტორინგი, შედეგების შეფასება და ანგარიშგება.
  • ევროპის HR ასოციაციასთან თანამშრომლობა და ერთობლივი ინიციატივების კოორდინაცია.

კომიტეტების მხარდაჭერა
  • კომიტეტების სამუშაო გეგმების, შეხვედრებისა და ინიციატივების საოპერაციო, ადმინისტრაციული და ლოგისტიკური მხარდაჭერა;
  • შეთანხმებული დავალებებისა და ვადების მონიტორინგი და კომიტეტებს, გუნდს, პრეზიდენტსა და სენატს შორის ინფორმაციის დროული გაცვლის უზრუნველყოფა.

გუნდისა და ყოველდღიური ოპერაციების მართვა
  • სერვისების ოფიცრისა და კორპორაციულ წევრებთან ურთიერთობის მენეჯერის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;
  • ყოველდღიური ოპერაციების, შიდა პროცესებისა და გუნდებს შორის კომუნიკაციის გამართული მართვა;
  • აუთსორსინგული მომსახურებების, მოწვეული ექსპერტების, კონსულტანტების, ფრილანსერების, კონტრაქტორი კომპანიებისა და მომწოდებლების საქმიანობის კოორდინაცია და შეთანხმებული პირობების, ვადებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი.

წევრებთან ურთიერთობა, CRM და საწევრო პროცესების მართვა
  • წევრობის განაცხადების, ახალი წევრების მიღების, წევრობის განახლებისა და შეწყვეტის პროცესების კოორდინაცია;
  • CRM-ში წევრთა მონაცემების სრულად, ზუსტად და განახლებულად წარმოების მონიტორინგი;
  • საწევრო გადასახადების სტატუსის მონიტორინგი და შესაბამის თანამშრომლებთან და ბუღალტრულ მომსახურებასთან კოორდინაცია;
  • ასოციაციის წევრების უკუკავშირის, საჭიროებებისა და ინიციატივების ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
  • წევრების დროული ინფორმირება და მათი კმაყოფილებისა და ჩართულობის მონიტორინგი;
  • წევრობასთან და ჩართულობასთან დაკავშირებული რისკების დროული გაზიარება პრეზიდენტსა და სენატთან.

მარკეტინგი, PR და კომუნიკაცია
  • ასოციაციის მარკეტინგული, PR და ბრენდინგთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
  • შიდა და გარე საკომუნიკაციო არხებით ინფორმაციის დროული, თანმიმდევრული და ასოციაციის ბრენდთან შესაბამისი გავრცელების უზრუნველყოფა;
  • შესაბამის კომიტეტებთან, ექსპერტებთან და გარე მომსახურების მიმწოდებლებთან თანამშრომლობის კოორდინაცია.

პარტნიორული ურთიერთობები
  • პოტენციური პარტნიორების, ასევე საგრანტო, სპონსორული და სხვა სახის თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მხარდაჭერის მოზიდვის ხელშეწყობა;
  • პრეზიდენტთან, სენატთან და კომიტეტებთან შეთანხმებით პარტნიორებთან კომუნიკაციის კოორდინაცია.

ფინანსური კოორდინაცია, ბიუჯეტირება და მმართველობითი ანგარიშგება
  • ასოციაციის ბიუჯეტის მომზადებისა და მისი შესრულების მონიტორინგის კოორდინაცია;
  • შემოსავლების, ხარჯების, ვალდებულებებისა და პროგრამების ბიუჯეტების მონიტორინგი და ფინანსური რისკების დროული იდენტიფიცირება;
  • ბუღალტრულ კომპანიასთან თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის სისწორისა და ანგარიშგების დროული მომზადების უზრუნველსაყოფად;
  • პრეზიდენტისა და სენატისთვის ფინანსური მდგომარეობის, პროგრამების მიმდინარეობის, წევრების ჩართულობისა და საოპერაციო რისკების შესახებ პერიოდული მმართველობითი ანგარიშების წარდგენა.

შესყიდვები და წარმომადგენლობა
  • შესყიდვების პროცესის ორგანიზება: მომწოდებლების მოძიება, შეთავაზებების შედარება და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • დელეგირებული უფლებამოსილებისა და ფინანსური ლიმიტების ფარგლებში ასოციაციის ინტერესების წარმოდგენა შესაბამის ორგანიზაციებთან ურთიერთობისას და შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, პროექტების მართვის, საზოგადოებრივი ურთიერთობების, სოციალური მეცნიერებების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
  • პროექტების, პროგრამების ან საოპერაციო პროცესების მართვის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
  • პროექტის სრული ციკლის - დაგეგმვის, ბიუჯეტირების, განხორციელების, მონიტორინგისა და შედეგების შეფასების - მართვის გამოცდილება;
  • გუნდის წევრების, სამუშაო ჯგუფების ან კონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაციის გამოცდილება;
  • ბიუჯეტებთან, ფინანსურ მონიტორინგსა და მმართველობით ანგარიშგებასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
  • ქართული ენის გამართულად ფლობა ზეპირად და წერილობით;
  • საოფისე პროგრამებთან, ონლაინ თანამშრომლობის პლატფორმებთან და პროექტების მართვის ციფრულ ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი;
  • საგრანტო პროექტებთან, სპონსორებთან ან პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროფესიულ ასოციაციაში, წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში, არასამთავრობო სექტორში ან საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

განაცხადის წარდგენა
  • დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ:
  • CV;
  • მოკლე სამოტივაციო წერილი ან რამდენიმე წინადადება, რომელშიც აღწერთ თქვენ მიერ სრული ციკლით მართულ ერთ პროექტს, მიღებულ შედეგსა და ამ პროექტში თქვენს კონკრეტულ როლს.

განაცხადები მიიღება ელფოსტაზე: ikconsultinggeo@gmail.com
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 27 აგვისტო.
Administration / Business Management
Project management,
Operational processes management
Information technologies
Programming/Development
Views
Unique views