Today - 08 Sep
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
Assistant Management Support Administration / Business Management Administrative Assistance - Industry / Field: Construction
Construction - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
- Languages: English,Russian,Chinese
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
FK Development აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
"FK Development“ არის ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის საერთაშორისო სტანდარტების, ინოვაციურ და მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებს საქართველოში.
კომპანია ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება გუნდს და დირექტორს გაუწევს მაღალი დონის ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო მხარდაჭერას.
ძირითადი მოვალეობები:
- დირექტორის ყოველდღიური სამუშაო პროცესისა და საოპერაციო საქმიანობის ორგანიზება და მხარდაჭერა;
- შეხვედრებისა და ზარების დაგეგმვა და დირექტორის სამუშაო კალენდრის მართვა;
- ოფიციალური მიმოწერის წარმოება, მათ შორის ელფოსტების, წერილებისა და დოკუმენტაციის მართვა;
- დირექტორის მიერ დავალებული ამოცანების შესრულება და მათი მიმდინარეობის მონიტორინგი;
- საოფისე ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
- საოფისე მარაგების კონტროლი და მომწოდებლებთან კოორდინაცია;
- გუნდის წევრების მივლინებების ორგანიზება, მათ შორის ავიაბილეთების, სასტუმროსა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- გუნდში შიდა კომუნიკაციის კოორდინაცია;
- კომპანიის დოკუმენტაციის მოწესრიგება, ორგანიზება და არქივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უცხო ენების კარგი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა სავალდებულოა;
- ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
- მოწესრიგებულობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
- მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გუნდურ კულტურას;
- სტაბილურ დასაქმებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ:
გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@fkdevelopment.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: „ აღმასრულებელი ასისტენტი “.
Sales
Assistant Management Support
Administration / Business Management
Administrative Assistance
Views
Unique views
