Today - 08 Sep
Start
Senior Graphic Designer
Tbilisi
Application information
Email: recruitment-geo@maf.ae
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Art / Media
Graphic Design - Industry / Field: Retail
Retail, Supermarkets - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Specialization/Specialty(Desired):Art / Media
Graphic Design - Industry / Field(Desired):Retail
Retail, Supermarkets - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: English
This announcement is
available only in Georgian Language, please see the text below (You can also
switch the site Language from header language switcher)
„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- დიზაინის აწყობა ვიზუალური კომუნიკაციისთვის;
- გრაფიკული დიზაინის შექმნა ორგანიზაციის სარეკლამო კამპანიებისთვის,
- მარკეტინგული აქტივობების თუ სხვადასხვა ღონისძიებებისთვის;
- ფოტო მასალის დამუშავება;
- კონცეფციის, დიზაინის და ვიზუალების შექმნა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ვექტორულ და რასტრულ გრაფიკასთან მუშაობის გამოცდილება;
- DSLR კამერასთან მუშაობასთან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Adobe photoshop-ის ცოდნა;
- Adobe Illustrator-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- დეტალებზე ორიენტაცია;
- შედეგებზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@maf.ae
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „გრაფიკული დიზაინერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, საქართველო, ქალაქი თბილისი, ისნის რაიონი, ნავთლუღის ქ., N8ა) მიერ. მათ შორის, უფლებამოსილი პირის, შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს“ (ლიცენზიის N.: 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადაა ერთი წელი. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გავუზიაროთ „კარფურის“ პარტნიორ ფრენშაიზ კომპანიებს, მათი არსებული და/ან სამომავლო ვაკანსიების ფარგლებში თქვენი კანდიდატურის მიმდინარე ან სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისა და განხილვის, ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი კონფიდენციალურობის ვებ-ფორმის საშუალებით: Privacy Webform.. ან, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: recruitment-geo@maf.ae;
განაცხადის წარდგენითა და ინფორმაციის გაზიარებით(მათ შორის, თქვენი CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმის) თქვენ აცხადებთ ცალსახა თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გადაცემაზე ზემოაღნიშნული მიზნებითა და პირობების შესაბამისად.
შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!
Art / Media
Graphic Design
Views
Unique views
Other jobs at company
