Today - 10 Sep
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Energy
Network Development and Planning Engineering Network Engineering - Industry / Field: Construction
Construction - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Experience is mandatory: from 3 to 5 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Energy
Network Development and Planning EngineeringNetwork Engineering - Industry / Field(Mandatory):Construction
Construction - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას MEP -საინჟინრო ქსელების ინჟინრის პოზიციაზე:
VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტებში MEP სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი.
- საცხოვრებელი კომპლექსის საინჟინრო სისტემების (ელექტრო, წყალსადენი, კანალიზაცია, ვენტილაცია, გათბობა/გაგრილება) მონტაჟის, ექსპლუატაციისა და მოვლის კოორდინაცია.
- საინჟინრო ქსელების პროექტების, ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი და შესაბამისობის უზრუნველყოფა.
- შესრულებული სამუშაოების ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი.
- სამშენებლო, ტექნიკური და სარემონტო ბრიგადებთან, კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან კოორდინაცია.
- ტექნიკური ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრის პროცესის ორგანიზება.
- ინვენტარის, მასალებისა და ტექნიკის მოხმარების კონტროლი.
- უსაფრთხოების სტანდარტების და ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა.
- პერიოდული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.
- საპროექტო ჯგუფის (კომპანიის) შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
- საინჟინრო სისტემების პროექტირების ზედამხედველობა;
- სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
- ოპტიმალური ტექნიკური დავალების შედგენა;
- საინჟინრო სისტემებისთვის საჭირო დანადგარების და სხვა აუცილებელი აღჭურვილობის შერჩევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საინჟინრო, ელექტრო, მექანიკური ან დაკავშირებულ სფეროში.
- მინიმუმ 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება: MEP მენეჯერის, უფროსი ინჟინრის ან ანალოგიურ პოზიციაზე.
- საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და ექსპლუატაციის სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა.
- პროექტის მართვის უნარები და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი.
- AutoCAD-ისა და MS Office პროგრამების ცოდნა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და ლიდერული უნარები.
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- გამორჩეული ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.
- პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი.
- კომუნიკაბელურობა და გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი კრიტიკულ სიტუაციებში.
- დეტალებზე მაქსიმალური ყურადღება და ხარისხზე ორიენტირებულობა.
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: https://vr.selfrecruit.ge/s/cb5l5
Apply (On another website)
Energy
Network Development and Planning
Engineering
Network Engineering
Views
Unique views
