Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Social Media Marketing Administration / Business Management Data processing - Industry / Field: Corporate Services
Information Services - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Work Experience: Without experience - Candidate must have no experience
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: Georgian,English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას HR.GE-ის ვებ-გვერდის მონაცემთა ბაზის/ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ორგანიზაცია ფუნქციონირებს 2006 წლიდან და სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებას, ძირითადად ადამიანური რესურსების სფეროში.
საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ვებ-გვერდი (საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი), კადრების მოძიება/შერჩევა და აუთსტაფინგი.
თუ გსურთ წარმატებულად დაიწყოთ კარიერა, გაეცნოთ თანამედროვე ორგანიზაციების სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს, თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.
ვაკანტური პოზიცია მოიცავს სწავლების პერიოდს 2 კვირიდან 1 თვემდე ვადით.
სამუშაოს აღწერა:
- HR.ge-ს ბაზაში მუშაობა
- საიტზე განთავსებული ტექსტის ხარისხის კონტროლი
- სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეპორტინგის წარმოება
- ვებ-გვერდის კატეგორიების განახლება
- ვაკანსიაზე თავსებადი კანდიდატების ბაზიდან ამორჩევა
- რეპორტინგი მენეჯერთან და სხვა სამუშაოსთან დაკავშირებული ფუნქიების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, სავალდებულოა Excel (Windows, MS Word, Outlook, Internet);
- ენების ცოდნა: ქართული(მშობლიური), უპირატესობა მიენიჭება რუსული და ინგლისური ენების ცოდნას.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- განვითარებაზე ორიენტირებული
- კრეატიული, ინიციატივიანი
- პუნქტუალური, ორგანიზებული
- სირთულეების დაძლევის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას "გაგზავნე CV" ღილაკის მეშვეობით.
გისურვებთ წარმატებებს!
