Today - 11 Sep
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
B2B Sales Strategy and Management - Industry / Field: Recreation & Travel
Leisure, Travel & Tourism, Hospitality - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 5 years
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor, College
- Languages: Georgian
ამბასადორი ბათუმი აილენდი აცხადებს ვაკანსიას B2B მენეჯერი პოზიციაზე.
Ambassadori Island Batumi აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა–ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ადგილზე
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
- პროფესიული განვითარება;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 5+ წლიანი გამოცდილება B2B ბიზნესის განვითარებაში, უძრავი ქონების, ინვესტიციების, ჰოსპიტალითი/სტუმარმასპინძლობის, ლუქს-სეგმენტის, მარინის/იახტინგის ან საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით.
- ალტერნატიულად, 4+ წლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება უძრავი ქონების საბროკერო სფეროში.
- C-level ხელმძღვანელებთან, დეველოპერებთან, ინვესტორებთან, საოჯახო ოფისებთან, სააგენტოებთან და საბროკერო ქსელებთან მუშაობის დადასტურებული გამოცდილება.
- საერთაშორისო ბიზნეს ან უძრავი ქონების სფეროში ჩამოყალიბებული პროფესიული ქსელი ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
- სხვადასხვა ქვეყნის, ბაზრისა და კულტურის წარმომადგენლებთან მუშაობის გამოცდილება.
- პარტნიორული ურთიერთობების განვითარების და გაზომვადი კომერციული შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უძრავი ქონების პროექტებით დაინტერესებული საერთაშორისო უძრავი ქონების სააგენტოებისა და აგენტების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დაწყება.
- სააგენტოებთან და აგენტებთან ურთიერთობების განვითარება და გაფართოება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, კატარში, თურქეთში, ისრაელში, ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.
- სამიზნე ბაზრებზე ახალი პოტენციური სააგენტოების, ბროკერებისა და ბიზნესპარტნიორების მუდმივი კვლევა და იდენტიფიცირება.
- მსხვილ საერთაშორისო უძრავი ქონების სააგენტოებთან და საბროკერო ქსელებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მართვა.
- ადგილობრივ და საერთაშორისო სააგენტოებთან რეფერალური, თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხელშეკრულებების გაფორმება.
- პოტენციურ პარტნიორებთან კომერციული პირობების წინასწარ შეთანხმება და საკომისიოებისა და მოტივაციის გეგმებთან დაკავშირებით კომერციულ მიმართულებასა და ფინანსურ მენეჯერთან კოორდინაცია.
- ახლად გაფორმებული სააგენტოების ონბორდინგის პროცესის კოორდინაცია და მათი შემდგომი ტრენინგისა და თანამშრომლობისთვის გაყიდვების ხელმძღვანელისთვის გადაბარება.
- საერთაშორისო ბროკერებისთვის პრეზენტაციების, საინვესტიციო ტურების, გაყიდვების მისიებისა და სხვა B2B აქტივობების ორგანიზება.
- Ambassadori Island Batumi-ის წარმომადგენლობა შესაბამის საერთაშორისო უძრავი ქონებისა და საინვესტიციო ღონისძიებებზე.
- პარტნიორ სააგენტოებთან რეგულარული კომუნიკაციის შენარჩუნება და გაყიდვების აქტივობის ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა.
- პარტნიორი სააგენტოების მიერ მოზიდული ლიდების, კონვერსიის მაჩვენებლების, ტრანზაქციების პაიპლაინისა და გენერირებული ბიზნესის მონიტორინგი.
- B2B პარტნიორების საქმიანობის ანალიზი და თანამშრომლობის ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: career@islander.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე:
career@islander.ge
გისურვებთ წარმატებას!
Sales
B2B Sales Strategy and Management
Views
Unique views
