Today - 15 Sep
Standard

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Logistics / Transport Distribution
  • Industry / Field: Consumer Products and Services Food & Beverages
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Industry / Field(Mandatory):
    Consumer Products and Services Food & Beverages
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: Georgian
  • Driving licence: B Category

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია: მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

კომპანია "სანდომი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი, იმუშაონ საქართველოს მასშტაბით (აღმოსავლეთ საქართველო) დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:
  • მდებარეობა: თბილისი, ს. ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი #6;
  • სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება;
  • ხელფასი: ამოღებული თანხის % + ბონუსები - მინიმუმ 1500 ლარი, საშუალოდ 2200 ლარის ოდენობით (გამოსაცდელი ვადის შემდეგ)
  • გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურება: 800 ლარი)

ფუნქცია/მოვალეობები:
  • შკვეთის მიწოდება პარტნიორი სავაჭრო ობიექტებისთვის;
  • ახალი ობიექტების მოძიება;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა;
  • მოლაპარაკების წარმართვა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • ორიენტირებული გაყიდვების ზრდაზე;

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარე;
  • კომუნიკაბელური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას;
  • სამოტივაციო ბონუსს;
  • სტაჟირების შემდგომ მინიმუმ 1500 ლარს, საშუალოდ 2200 ლარის ოდენობით ხელფასს და ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას და ფიტ პასს.


ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xJiDqvId

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
Apply (On another website)
Logistics / Transport
Distribution
Views
Unique views