Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Coordination, Operational management - Industry / Field: Retail
Retail, Wholesale - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Administration / Business Management
Coordination, Operational management - Industry / Field(Mandatory):Retail
Retail, Wholesale - Seniority level: Senior-Level
- Education level(s): Bachelor
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას ჰიპერმარკეტის საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. (მის: რ. აგლაძის 51, კახეთის გზატკეცილი N65)
ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
- ჰიპერმარკეტის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობა და სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა;
- საოპერაციო სტანდარტების, პროცედურებისა და შიდა პოლიტიკის დაცვის მონიტორინგი;
- საოპერაციო ხასიათის პრობლემების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად დროული ზომების მიღება;
- განყოფილებებს შორის კოორდინაცია შეფერხებებისა და საოპერაციო პროცესის დარღვევების თავიდან ასაცილებლად;
- სავაჭრო დარბაზის, საწყობის, მომსახურების ზონებისა და სხვა საოპერაციო სივრცეების რეგულარული შემოწმება;
- მომსახურების ხარისხის შემოწმება კომპანიის მომსახურების სტანდარტის შესაბამისად;
- მომხმარებელთა საჩივრების განხილვა და დროული რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან ლოჯისტიკის სფეროში;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საოპერაციო მენეჯმენტის, საცალო ვაჭრობის, ჰიპერმარკეტის, სუპერმარკეტის ან მსგავსი ტიპის ბიზნესის მართვის მიმართულებით;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- დიდი გუნდის მართვისა და მენეჯერების საქმიანობის კონტროლის გამოცდილება;
- საოპერაციო პროცესების დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის გამოცდილება;
- საცალო ვაჭრობის/ჰიპერმარკეტის ძირითადი პროცესების ცოდნა;
- საწყობის, მარაგების და პროდუქციის მოძრაობის პროცესების ზოგადი ცოდნა;
- KPI-ების, შესრულების მაჩვენებლებისა და მენეჯერული ანგარიშგების ცოდნა;
- თანამშრომელთა დისციპლინისა და სამუშაო პროცესის კონტროლის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- გუნდის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
- გადაწყვეტილების სწრაფად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fit-pass-ს;
- უფასო კვებას;
- ფასდაკლებას ჰიპერმარკეტის პროდუქციაზე.
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება შემდეგნაირად: „რს ოპერატორი თბილისი“ და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@modus.com.ge
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს.
