Today - 17 Sep
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
Sales Representation and Negotiation, Customer Service Excellence, Customer service - Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain
Logistics & Supply Chain - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ წარმოადგენს საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრს. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული მინერალური და წყაროს წყლის, ასევე ბორჯომის ლიმონათისა და ენერგეტიკული სასმლის გაყიდვა და დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
გაყიდვების დეპარტამენტში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ.თბილისში. (გაყიდვების ტრადიციულ არხში სამუშაოდ TT)
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.# 14
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - შაბათი, კვირაში 40 სთ
ანაზღაურება: გაყიდვების გეგმის 100% შესრულების შემთხვევაში ჯამში 3066 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი)
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ანალიზი;
- სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
- დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
- ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
- გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
- სადისტრიბუციო კომპანიაში, გაყიდვების მიმართულებით, სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა;
- კომუნიკაბელურობა;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- გაყიდვების პროცესების ცოდნა.
- ენების ცოდნა:
- ქართული - სავალდებულოა;
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას;
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს;
- სამედიცინო დაზღვევას;
- კომპანიის მანქანას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
გისურვებთ წარმატებებს!
დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-PJyOWY
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:
საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Apply (On another website)
Sales
Sales Representation and Negotiation,
Customer Service Excellence,
Customer service
Views
Unique views
Other jobs at company
