Next
Today - 17 Sep
Standard
Microbiologist
Mtskheta Municipality, Tsilkani
Application information
Email: vacancygbg@gbbg.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Quality control / environmental protection / labor safety
Industrial Hygiene Monitoring Science / Education Microbiology - Industry / Field: Consumer Products and Services
Wine and Spirits - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired: Experience from 2 years
- Specialization/Specialty(Desired):Quality control / environmental protection / labor safety
Industrial Hygiene Monitoring Science / EducationMicrobiology - Industry / Field(Desired):Consumer Products and Services
Wine and Spirits - Seniority level: Entry-Level
- Education level(s): High School, Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
Georgian Beer and Beverages Group (GBBG) არის საერთაშორისო ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჯგუფის, Royal Swinkels-ის ნაწილი. GBBG აერთიანებს ორ კომპანიას: გლობალ ბიერ ჯორჯიასა (GBG) და საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკას (GDL).
კომპანიების შესახებ:
გლობალ ბიერ ჯორჯია (GBG) - ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულ პროცესს - ლუდისა და ლიმონათის წარმოებას, მარკეტინგსა და გაყიდვებს, ასევე, ახდენს სხვადასხვა ბრენდების იმპორტსა და ექსპორტს. აღნიშნული ბრენდებია - ბავარია, ყაზბეგი, შავი ლომი, კაიაკი, აისი, 8.6 და ლიმონათი “ყაზბეგი”.
საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა (GDL) – დისტრიბუციის სფეროში 17 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს დისტრიბუციასა და მესამე მხარის ლოგისტიკის (3PL) სერვისს; 6 ფილიალისა და რეგიონული გაყიდვების ჯგუფების მეშვეობით ემსახურება 12,000-ზე მეტ მომხმარებელს. GDL-ის პორტფელი მოიცავს GBG-ისა და, ასევე, მესამე მხარის პროდუქტებს, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელები, ყავა „ლავაცა“, წყალი, ღვინო და სხვა.
GBBG-ში წარმატებით ვმუშაობთ სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ ინდუსტრიაში ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, ენთუზიაზმის, კრეატიულობისა და ერთგულების წყალობით. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში. თუ გსურთ, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქართული სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში - მოხარული ვიქნებით თქვენი გამოხმაურებით.
“გლობალ ბიერ ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე, სოფელ წილკანში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ნიმუშის აღება და მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარება წარმოების ყველა ეტაპზე. საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ანალიზის ჩატარება, შედეგების სანდოობის დასადასტურებლად;
- ანალიზისთვის საჭირო მიკრობიოლოგიური ნიადაგების მომზადება და შემოწმება დადგენილი პროცედურების მიხედვით;
- ჩატარებული ანალიზების რეგისტრაცია და შეუსაბამობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- ლაბორატორიულ პირობებში საფუარის სუფთა კულტურის გამრავლება და შემდგომი საფეხურეობრივი კონტროლი წარმოების ეტაპზე;
- ტექნოლოგიური პროცესების მიკრობიოლოგიური კონტროლი ნიმუშების ტესტირების დადგენილი გეგმის მიხედვით დამტკიცებული სამუშაო ინსტრუქციების შესაბამისად;
- შრომის უსაფრთხოების რეგულაციების და ქცევების წესების დაცვა, მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიასა და წარმოების ტერიტორიაზე;
- სათანადო მოწყობილობებთან მუშაობა და კალიბრაციის მონიტორინგი;
- მონაწილეობის მიღება ლაბორატორიათშორის ტესტირებაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი (ბაკალავრის ხარისხი) კვების პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლამდე გამოცდილება (სასურველია კვების წარმოებაში);
- საწარმოო პროცესების ცოდნა;
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალობა;
- შრომისმოყვარეობა.
- შრომითი დისციპლინის, სანიტარული მოთხოვნების, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა;
- კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
გარანტიები:
კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancygbg@gbbg.ge ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ სქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
Quality control / environmental protection / labor safety
Industrial Hygiene Monitoring
Science / Education
Microbiology
Views
Unique views