Next
Today - 22 Sep
Standard
Human Resources Management Service Specialist
Tbilisi
Application information
Email: vacancy@neu.edu.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Human resources
HR management - Industry / Field: Education
Higher Education - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Mandatory):Human resources
HR management - Industry / Field(Desired):Education
Higher Education - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Master, Bachelor, Doctor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.
სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა: 1.
სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა: 1.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი
- გამოცდილება: სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა:
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ერთ - ერთი უცხოური ენის ცოდნა (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- ადამიანური რესურსების მართვის ცოდნა;
- საქმისწარმოების ერთიანი წესის ცოდნა.
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
- ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები;
- საქართველოს შრომის კოდექსი.
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია:
- კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დანიშვნის პროცესის ორგანიზება და მართვა ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;
- თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტების გაფორმება;
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება;
- თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირება;
- თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება და თანამშრომელთა შეფასებისა და ანგარიშგების სისტემების შემუშავება/დანერგვა/განახლება;
- თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
- თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და თანამშრომელთა შორის შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
- დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებების, ხელშეკრულებების, მართვის ორგანოების სხდომის ოქმების, სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი აქტების აღრიცხვა, რეგისტრაციაში გატარება, დამუშავება, სააღრიცხვო - საცნობარო სამუშაოთა შესრულება, დანიშნულებისამებრ გადაცემა - დაგზავნა;
- საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- პერსონალის და სტუდენტების პირადი საქმეების წარმოება, მათი შენახვა/უნივერსიტეტის არქივის მუშაობის ორგანიზება და უნივერსიტეტში დანერგილი ელექტრონული ბაზის მუდმივი ინფორმაციული განახლება და მონიტორინგი;
- მონაწილეობა ბიუჯეტის ფორმირებაში.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ფოტოსურათი 3/4, CD დისკთან ერთად.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.
დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2026 წლის 24 აგვისტოდან 2026 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით,
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ადგილზე. ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N 46, ოთახი N 12 1100 საათიდან 1600 საათამდე (შესვენების გარეშე).
საკონტაქტო რეკვიზიტები:
ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 218 52 52
vacancy@neu.edu.ge
Human resources
HR management
Views
Unique views