Today - 22 Sep
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Post/Courier - Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain
Package/Freight Delivery - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: Mobile field work
- Salary: Fixed 1400
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Education level(s): Incomplete High School, High School, Bachelor, College, Doctor, Master
- Languages: Georgian
- Driving licence: A Category ,A1 Category
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას:კურიერი რუსთავში
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1400 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
- სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა; (დასაქმების შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ან აიღოს A ან A1 კატეგორიის მართვის მოწმობა);
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- სიახლის ათვისების უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობა;
- სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
- კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი : https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=3059
ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.
Apply (On another website)
Administration / Business Management
Post/Courier
Views
Unique views
Other jobs at company
