Next
Today - 22 Sep
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Social Media Management - Industry / Field: Recreation & Travel
Leisure, Travel & Tourism - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: from 1 to 2 years
- Specialization/Specialty(Desired):Marketing/Public Relations (PR)
Social Media Management - Industry / Field(Desired):Recreation & Travel
Leisure, Travel & Tourism - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „ჯინო აკვაპარკი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის (SMM) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- „ჯინო აკვაპარკისა“ და „ჯინო ველნეს რაბათის“ სოციალური მედიის სტრატეგიისა და კონტენტ-გეგმის შემუშავება/მართვა (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn);
- კრეატიული ტექსტების (ქოპირაითინგი), ფოტო/ვიდეო კონტენტისა და Visual/Reels იდეების გენერირება და მომზადება;
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
- მომხმარებელთა ჩართულობის (Engagement) მონიტორინგი, კომენტარებსა და შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება;
- ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება და შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- მარკეტინგის გუნდთან ერთად მიმდინარე აქციებისა და ღონისძიებების ციფრულ სივრცეში დაგეგმვა/გაშუქება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება SMM-ის მიმართულებით (სასურველია პორტფოლიოს წარმოდგენა);
- Meta Ads Manager-ის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
- გამართული ქართული ენით წერისა და მეტყველების უნარი, ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, ხოლო რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საბაზისო გრაფიკულ/ვიდეო რედაქტორებთან მუშაობის უნარი (Canva, CapCut, Adobe Photoshop/Premiere);
- თანამედროვე ტრენდების დროული ათვისება და კრეატიული აზროვნება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ფორმატი: საოფისე;
- სამუშაო გრაფიკი: სრული;
- ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით);
- ადგილმდებარეობა: თბილისი, თბილისის ზღვის მიმდებარედ (ბეშენოვას ქ. #9);
- დამატებითი ბენეფიტები: ფიტნეს დარბაზითა და ოლიმპიური აუზით სარგებლობა, ასევე სპეციალური ფასდაკლებები მთელ კომპლექსში!
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო ელ-ფოსტაზე: Hr@ginoaquapark.ge
გაფრთხილება: ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ „სოციალური მედია მენეჯერი“. განაცხადები, რომელშიც სათაური არ იქნება მითითებული, არ განიხილება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. CV-ის გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი მონაცემები 1 წლის განმავლობაში, მათ შორის სხვა რელევანტური ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
Marketing/Public Relations (PR)
Social Media Management
Views
Unique views