Today - 03 Sep
Standard
Internship at the Faculty of Law, Educational/Scientific - Research Institute of International Law
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Science / Education Higher education
  • Industry / Field: Education Higher Education
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Part-time
  • Employment form: Internship
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Education level(s): Bachelor, Master
  • Suitable for students: Yes
  • Languages: Georgian,English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო/სამეცნიერო - კვლევითი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო/სამეცნიერო - კვლევითი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში ანაზღაურების გაეშე სტაჟირებაზე- 10 (ათი) ვაკანსია.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტს.
კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს: ა) სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება); ბ) ინგლისურ ენა (მინიმალური B2 დონე);

აპლიკანტი უნდა ფლობდეს:
ა) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Word (მაღალ დონეზე, მათ შორის: სქოლიოების გაფორმება და სხვა ტექნიკური დეტალების ზედმიწევნით ცოდნა).
ბ) Microsoft Excel
გ) Microsoft PowerPoint
დ) Adobe Acrobat Reader (კომენტარების დართვა ტექსტისათვის)
ე) ინტერნეტს.

სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა;
ბ) პასუხისმგებლიანობა;
გ) დეტალებზე ორიენტირებულობა;
დ) სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
ე) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება; ვ) გუნდური მუშაობის კულტურა;
ზ) ტექნიკური და კომპიუტერული უნარ-ჩვევები; თ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი;
ი) კომუნიკაბელურობა (მათ შორის, უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი; კ) ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაცია.

სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:
სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრული იქნება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი/წერილობითი მითითების შესაბამისად, რომელთა შორისაა:
ა) ინსტიტუტის საქმიანობისა და მის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო, საგამომცემლო და სხვა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში მომზადებული მასალების დამუშავებასა და პროექტების განხორციელების პროცესის მხარდაჭერა;
გ) ინსტიტუტის ელექტრონული რესურსების, მონაცემთა ბაზებისა და სხვა ციფრული პლატფორმების განვითარებასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობა, მათ შორის, შესაბამისი მასალების მომზადების, ტექნიკური დამუშავებისა და განთავსების პროცესის მხარდაჭერა;
დ) ინსტიტუტის საქმიანობისა და პროექტების ფარგლებში გამოყენებული სამართლებრივი წყაროების, ნორმატიული აქტების, სასამართლო პრაქტიკის, საერთაშორისო დოკუმენტებისა და აკადემიური ლიტერატურის მოძიებაში, სისტემატიზაციასა და გადამოწმებაში მონაწილეობა;
ე) ინსტიტუტის გამოცემებისა და პროექტების ფარგლებში მომზადებული ტექსტების კორექტირებასა და ტექნიკურ-სტრუქტურულ რედაქტირებაში მონაწილეობა;
ვ) ტექსტებში გამოყენებული მითითებების, ციტირებების, ბმულებისა და სხვა შესაბამისი ელემენტების სიზუსტის, აგრეთვე ტექსტების ფორმატირების, სტრუქტურისა და თანმიმდევრულობის შემოწმებაში მონაწილეობა;
ზ) ხელმძღვანელის მითითებით, სამართლებრივი საკითხების, დოქტრინული მიდგომების, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკისა და სხვა შესაბამისი წყაროების კვლევაში, აგრეთვე კვლევის შედეგების შესაბამისი ფორმით მომზადებაში მონაწილეობა;
თ) ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციების, სემინარების, საჯარო ლექციების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა აკადემიური თუ პროფესიული ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ი) სტუდენტებთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, მკვლევრებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და პროექტებში ჩართულ სხვა პირებთან კომუნიკაციის, აგრეთვე ინსტიტუტის საქმიანობისთვის საჭირო საორგანიზაციო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
კ) ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც შეესაბამება სტაჟირების მიზნებსა და ინსტიტუტის საქმიანობას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ) CV;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;.
ანაზღაურების გარეშე სტაჟირების გავლის პერიოდია 6 (ექვსი) თვე, სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა.
აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება 2026 წლის 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - სტაჟირება იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი.

Science / Education
Higher education
Views
Unique views