Today - 04 Sep
Vip
Sales Consultant / Assistant Sales Consultant
Tbilisi
Fashion Jewellery Store
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales Retail Sales, Sales Consulting and Advisory, Customer service
  • Industry / Field: Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Mixed shifts
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 1200 - 1400
    (+ Bonus)

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Education level(s): High School
  • Suitable for students: Yes
  • Languages: Georgian,English,Russian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სამკაულების საცალო ქსელი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის / დამხმარე გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე

ვაკანსია განკუთვნილია მათთვის ვისაც უნდა სრული გრაფიკით მუშაობა, ცვლაში მუშაობა ან მხოლოდ შაბათ-კვირას მუშაობა, ან ზაფხულის მანძილზე მუშაობა. ასევე მათთვის, ვისაც სექტემბრიდან უნდა მუშაობის დაწყება.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ბიჟუტერიის შეთავაზება ადგილობრივ ბაზარზე. მოლში განთავსებული სტენდისთვის, კომპანია ეძებს გაყიდვების კონსულტანტებს და დამხმარე კონსულტანტებს, რომლებიც იმუშავებენ სხვა კონსულტანტებთან ცვლაში შეთანხმებისამებრ. გრაფიკის მოქნილობა მორგებულია სტუდენტებზეც.

ვაკანსიები არის შემდეგ ობიექტებზე:
  • სითი მოლი საბურთალო
  • გალერია
  • აქსის თაუერსი (ვაკე)

სამუშაო მოვალეობების აღწერა:
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის დემონსტრაცია და სრული ინფორმაციის მიწოდება
  • პროდუქციის გაყიდვა, შეფუთვა, მომხმარებელთან ანგარიშსწორება
  • პროდუქციის განთავსება, წესრიგის შენარჩუნება
  • პროგრამაში რეალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტანა, სალაროს ოპერაციების წარმოება და კონტროლი
  • პროდუქციის მარაგების კონტროლი
  • სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება
  • ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების შესრულება კომპანიის მიერ წინასწარ განსაზღვრული წესის/სტანდარტის მიხედვით
  • კომპანიის გუნდისთვის დაკვირვებებისა და იდეების გაზიარება კომპანიის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე
  • საჭიროებისამებრ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
  • სადღესასწაულო და სააქციო პერიოდებში ზეგანაკვეთური (ანაზღაურებადი) დროით მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უპირატესობად ჩაითვლება მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
  • დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერული უნარები
  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, გუნდურობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომის ხარისხზე და შედეგზე ორიენტაცია

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილს წარმოადგენს სტენდი სავაჭრო მოლში
  • ობიექტის სამუშაო საათებია ყოველ დღე, დილის 10:00-დან საღამოს 22:00მდე, თუმცა, ცვლების საათების რაოდენობის განაწილება ხდება კონსულტანტებს შორის, არაუმეტეს კვირაში 42 საათისა. ასევე შესაძლებელია კვირაში მხოლოდ ორი ან სამი დღე მუშაობაც (შეთანხმებისამებრ).
  • ყოველთვიური ანაზღაურება ფიქსირებული 800-1000 ლარის ოდენობით კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გარეშე, ასევე ცვლადი დამატებითი ანაზღაურება (ბონუსი), რომელიც დაითვლება გაყიდვების მოცულობიდან გამომდინარე. ხელფასი და ბონუსის ჯამში საშუალოდ 1000-1500 ლარის გამომუშავების პერსპექტივით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: ngconsultservice@gmail.com
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
Sales
Retail Sales,
Sales Consulting and Advisory,
Customer service
Views
Unique views