Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Marketing Analytics, Marketing Communications - Industry / Field: Construction
Construction - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 2000
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Marketing/Public Relations (PR)
Marketing Analytics, Marketing Communications - Industry / Field(Mandatory):Construction
Construction - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor
- Languages: English
საუკეთესო კომპანიის, საუკეთესო გუნდში ვეძებთ ახალ წევრს
ოფიციალური მხარე:
CMG — საინვესტიციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება Tower Group-ისა და პარტნიორი დეველოპერების უძრავი ქონების პროექტების სტრატეგიულ განვითარებასა და ექსკლუზიურ გაყიდვებზე — ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატს ჯუნიორ მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
თუ გაინტერესებთ უძრავი ქონების სფერო და გსურთ კარიერული განვითარება დინამიკურ გარემოში, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;
- სოციალური მედიის პლატფორმების მართვა და ეფექტური კონტენტის შექმნა;
- ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
- სარეკლამო და პრომო მასალების მომზადებაში ჩართულობა;
- გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარე პროექტების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სწრაფად მზარდ კომპანიაში;
- დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00. შაბათ-კვირასა და ოფიციალურ უქმე დღეებში დასვენება.
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
არაოფიციალური მხარე: თქვენ მოხვდებით ყველაზე მეგობრულ, ხალისიან და არასტრესულ სამუშაო გარემოში, სადაც თითოეული თანამშრომელი ღირებული და მნიშვნელოვანია.
აღნიშნული ვაკანსია აქტიურია ორ ქალაქში: თბილისსა და ბათუმში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სვ ელ-ფოსტაზე: hr@centralmg.ge
გისურვებთ წარმატებას!
