Today - 02 Oct
Standard
Reporting and Analysis Expert - Back Office Operations Management Department
Tbilisi
Apply (On another website)
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Banking
Other Administration / Business Management Data processing - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Banking
Other Administration / Business ManagementData processing - Industry / Field(Mandatory):Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: სათაო
მოქმედების ვადა: 12/09/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: სათაო
მოქმედების ვადა: 12/09/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
პოზიციის მიზანი
პოზიციის მიზანია ბექ-ოფისის ოპერაციების ეფექტიანობის მხარდასაჭერად მონაცემების დამუშავება, რეპორტინგი და ანალიზი, საჭირო რესურსების შეფასება და ოპერაციული პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება. პოზიცია უზრუნველყოფს ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან გაზიარებას, რაც ხელს უწყობს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასა და ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- დეპარტამენტში არსებული რეპორტების ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და ყოველთვიურ ჭრილში დამუშავება და ანალიზი;
- სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების დამუშავება, სტრუქტურირება და ანალიზი;
- გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- საჭიროებისამებრ, ანალიტიკური ინფორმაციის გაზიარება დეპარტამენტის, ცენტრისა და დივიზიის ლიდერებთან, რეგიონულ მართვასთან, ლიგებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
- ტრანზაქციების შესრულებისთვის საჭირო რესურსების დათვლა, შეფასება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;
- ოპერაციული პროცესების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- პროცესების ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის მიზნით განხორციელებულ ინიციატივებსა და ამოცანებში აქტიური ჩართულობა;
- დანერგილი ავტომატიზაციებისა და პროცესებში განხორციელებული ცვლილებების ეფექტის შეფასება და შესაბამისი შედეგების ანალიზი;
- დივიზიებში Agile ტრანსფორმაციის დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
- KPI-ების განსაზღვრისა და შესაბამისი პარამეტრების მომზადების პროცესში ჩართულობა;
- სამუშაო პროცესში შესაძლო რისკებისა და ხელისშემშლელი ფაქტორების ადრეული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების ინიციირება;
- საჭიროებისამებრ, ჩატარებული ანალიზის საფუძველზე პრეზენტაციების მომზადება და შედეგების წარდგენა შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის.
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების ან შესაბამისი მიმართულებით;
- საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის გამოცდილება;
- MS Excel-ისა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- SQL-ის, Power BI-ისა და MS Word-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
- AI ინსტრუმენტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ინტერესი და მზაობა.
უნარები
- ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- მონაცემების დამუშავების, სტრუქტურირებისა და ინტერპრეტაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- უკუკავშირის ეფექტურად გაცემისა და მიღების უნარი;
- ინიციატივიანობა და პროაქტიულობა;
- პროცესების ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/BGgMM
Apply (On another website)
Banking
Other
Administration / Business Management
Data processing
Views
Unique views
Other jobs at company
