Today - 02 Oct
Standard
Cooker
Tbilisi, Lisi lake
Tbilisi, Saburtalo, Al. Kazbegi Ave.
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering Cooking
  • Industry / Field: Manufacturing Food Production
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance,Free meal

Employer requirement:

  • Experience is desired: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Desired):
    Hotel / restaurant / catering Cooking
  • Industry / Field(Desired):
    Manufacturing Food Production
  • Education level(s): Master, Bachelor, High School, Incomplete High School, Doctor, College, Other
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
‘Coffee LAB * ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანია არის საქართველოში, რომელმაც 2016 წლიდან Specialty ყავის წარმოება დაიწყო და დღეს უკვე წელიწადში 40 ტონაზე მეტი მწვანე მარცვალი შემოაქვს ქვეყანაში და ადგილზე ხალავს ,როგორც საცალო ისე B2B ბიზნესისთვის.
კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი.
ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულებით სხვადასხვა კონცეფციის 6 ფილიალს, სადაც წარმოდგენილია როგორც ბარის მენიუ, ისე სამზარეულოს და ბეიქერის მენიუ, ასევე მსოფლიოში წამყვანი ყავის ტექნიკა და აქსესუარები. საცალო მიმართულებით წელიწადში 400 000-მდე სერვისს უზრუნველყოფს.
B2B მიმართულებით 300-ზე მეტ პარტნიორისთვის კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო ყავის მარცვალს, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ყავის ტექნიკას, ტრენინგს და სერვისს. ყავის ლაბორატორიის B2B მიმართულება აერთიანებს, როგორც წამყვანი კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებას ისე კორპორატიულ სექტორს.“

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მზარეული.

ძირითადი მოვალეობები:
  • კერძების დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება;
  • პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
  • კერძების მომზადების პროცესში ტექნოლოგიური სტანდარტის დაცვა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საჭირო უნარები:
  • სასურველია მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კვებას;
  • დაზღვევას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • ჩვენთან შეძლებთ აიმაღლოთ ცოდნა, შეისწავლოთ სხვადასხვა რეცეპტები და ტექნიკები;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: 2/2
  • ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით (1500-1700)
  • სამუშაო ადგილი: თბილისი - ლისის ტბა ან ალ. ყაზბეგის გამზირი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge . ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
Hotel / restaurant / catering
Cooking
Views
Unique views