Today - 03 Oct
Vip
Lawyer
Tbilisi, Saburtalo, Giorgi Saakadze II exit
Application information
Email: hr@volta.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: legal
Jurisprudence - Industry / Field: Retail
Retail Consumer Products and Services Consumer Services - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1500(+ Bonus)
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):legal
Jurisprudence - Industry / Field(Mandatory):Retail
Retail Consumer Products and ServicesConsumer Services - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian
- Hard skills: Microsoft Excel; Microsoft Word
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„ვოლტა“ წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.
ჩვენ ვეძებთ იურისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სამართლებრივი ინტერესების დაცვაზე, სასამართლო დავების სრულად წარმართვასა და სასამართლო პროცესებში კომპანიის წარმომადგენლობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი (ბიზნეს ცენტრი ატრიუმი).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული - 1500 ლარი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ჩვენ ვეძებთ იურისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სამართლებრივი ინტერესების დაცვაზე, სასამართლო დავების სრულად წარმართვასა და სასამართლო პროცესებში კომპანიის წარმომადგენლობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი (ბიზნეს ცენტრი ატრიუმი).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული - 1500 ლარი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- სარჩელების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება;
- სარჩელების სასამართლოში წარდგენა და საქმის წარმოება;
- კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლო პროცესებზე;
- საპროცესო ვადების კონტროლი და შესაბამისი მოქმედებების დროულად განხორციელება;
- საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო და საკასაციო საჩივრების მომზადება და შესაბამის ინსტანციებში წარმომადგენლობა;
- სასამართლო დავებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება და მორიგების შესაძლებლობების შეფასება;
- სასამართლო საქმეების მიმდინარეობის აღრიცხვა, მონიტორინგი და ანგარიშგება;
- სასამართლოდან სააღსრულებო ფურცლის აღება, აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრაციის მიზნით;
- წარმომადგენლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (საგარანტიო წერილების, ცნობების, განცხადებების, მორიგებების და ა.შ).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სასამართლო დავების მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- სარჩელისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება;
- სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობის გამოცდილება;
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კარგი ცოდნა;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური და არგუმენტაციის უნარები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel).
გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: hr@volta.ge და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ვოლტა"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
legal
Jurisprudence
Views
Unique views
