Today - 04 Oct
Standard
Promoter
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Logistics / Transport Warehousing
  • Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain Import & Export, Logistics & Supply Chain
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 1000
    (+ Bonus)
  • Additional benefits: Health insurance,Fitness and wellness programs,Discounts in our/partner companies

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Logistics / Transport Warehousing
  • Industry / Field(Desired):
    Transportation, Logistics & Supply Chain Import & Export, Logistics & Supply Chain
  • Education level(s): Other
  • Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

„MS holding“ - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

"MS holding" გეძებს შენ საწყობისა და ლოჯისტიკის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე

რისი გაკეთება მოგიწევს?

• საწყობისა და ლოჯისტიკის სამუშაო პროცესის წარმართვა და მისი სწორად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
• პროდუქციისა და მარაგების კონტროლი, მონიტორინგი, მართვა;
• იმპორტის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
• პროდუქციის მიღება-დასაწყობებისა და შეგროვება-გაცემის სამუშაოების ორგანიზება;
• სასაქონლო ზედნადების კონტროლი;
• სასაწყობე დოკუმენტაციის მართვა;
• ტრანსპორტირების ციკლის განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობა და კონტროლი;
• შეკვეთის ვადების მუდმივი მონიტორინგი;
• GPS სისტემის მეშვეობით მანქანების მოძრაობის/საწვავის კონტროლი;
• კომპანიის ავტომობილების ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა;
• დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის, შესასრულებელი საქმიანობის განსაზღვრა/ორგანიზება და მონიტორინგი;
• პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია APEX მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• ორგანიზებული მუშაობის უნარი;
• პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების;
• შედეგებზე ორიენტირებულობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• დისციპლინირებულობა;


სამუშაო პირობები:

• სამუშაო ადგილი: ჭირნახულის ქუჩა #4;
• სამუშაო დრო: სრული, 09:00 - 18:00 საათი.
• ანაზღაურება: საწყისი 3000 ₾

ჩვენ გთვაზობთ:

• პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
• ჯანმრთელობის დაზღვევა;
• Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
• სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე;
• ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მეტროდან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
Logistics / Transport
Warehousing
Views
Unique views