Today - 20 Sep
Start
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Accounting / Finance
Accounting - Industry / Field: Health Care
Hospital & Health Care - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Desired):Accounting / Finance
Accounting - Industry / Field(Desired):Health Care
Hospital & Health Care - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს ‘’ავერსის კლინიკა’’ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : ვაჟა-ფშაველას 27ბ
სამუშაო გრაფიკი : სრული
ძირითადი მოვალეობები :
- საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ანალიზი;
- პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის კონტროლი;
- ხარჯების აღრიცხვა;
- შედარების აქტების წარმოება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის შენახვა და დაარქივება;
- ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
კვალიფიკაცია და მოთხოვნები :
- უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- IFRS for SMEs ან IFRS ცოდნა;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel ზედმიწევნით ცოდნა;
პიროვნული თვისებები :
- ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური და შედეგიანი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდურობა;
- შრომისმოყვარეობა.
რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს : https://aversiclinic.selfrecruit.ge/s/u6AEc
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ მონაცემების წარდგენა, გულისხმობს სუბიექტის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს „ავერსის კლინიკა“ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ვაკანსიის განთავსებიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთან, ამავე ვადის განმავლობაში ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს “ავერსის კლინიკამ” შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr_clinic@aversi.ge
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.
წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს “სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს” PDPO@AVERSI.GE; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს „სელფ.ჯი“ (ს/ნ: 405373714), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
Apply (On another website)
Accounting / Finance
Accounting
Views
Unique views
