Today - 10 Oct
Standard
Specialist of the economic department
Tbilisi
Application information
Email: vacancy@clean-house.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Economic processes management - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian
- Driving licence: B Category ,B1 Category
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 260-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.
"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.
გაგვიცანი უფრო ახლოს: www.ch.ge
ამჟამად, მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა 36
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 8 საათი
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ფუნქცია-მოვალეობები:
- ელექტრო გაყვანილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- გენერატორების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- კომპანიაში წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობების მოგვარება კომპენტენცის ფარგლებში;
- წვრილმანი სანტექნიკა;
- შენობაში არსებული კარის საკეტების, სახელურებისა და კარების გამართული მუშაობის რეგულარული შემოწმება და ტექნიკური მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება; (სასურველია ტექნიკური განხრით)
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (სამსახურისთვის საჭირო საწვავის ხარჯი ანაზღაურდება)
- მართვის მოწმობა (B, B1 კატეგორია)
დამატებითი უნარები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელური;
- მიზანდასახული;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- მზარდი შრომითი ანაზღაურება;
- კომფორტული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge . გთხოვთ, მიუთითოთ თანამდებობა „სამეურნეო განყოფილების თანამშრომლი“
მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი“ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვ“ენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს “სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!
Administration / Business Management
Economic processes management
Views
Unique views
