Today - 11 Oct
Standard
sales manager
Tbilisi, Saburtalo, S. Arshba st.
Application information
address: თბილისი, საბურთალო, სოკრატ არშბას ქუჩა

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales Sales Management
  • Industry / Field: Real Estate Real Estate Agents & Brokers
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Open-ended contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Corporate mobile number,Coffee/fruit/snacks,Trainings and the opportunity for professional growth,Bonuses and incentives,Funding for technical equipment

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Education level(s): High School, Bachelor, Other
  • Suitable for students: Yes
  • Languages: English,Russian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

Solo BM აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თბილისი, საბურთალო , გაგარინის მოედანი | სრული განაკვეთი

ჩვენ ვეძებთ ახალ წევრს გაყიდვების გუნდში, ადამიანს, რომელსაც უყვარს კომუნიკაცია, შეუძლია კლიენტის საჭიროებების სწორად გაგება და მოტივაციას აძლევს კონკრეტული შედეგის მიღწევა.

თუ გინდა განვითარდე უძრავი ქონების სფეროში და გქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი შედეგების შესაბამისად გაზარდო შემოსავალი, ეს პოზიცია შენთვის საინტერესო იქნება.

რას გააკეთებ?
შენი ძირითადი საქმიანობა იქნება:
  • პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია
  • კლიენტის საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
  • შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება და პრეზენტაცია
  • მოლაპარაკებების წარმართვა
  • უძრავი ქონების ობიექტების ჩვენებების ორგანიზება
  • კლიენტებთან ურთიერთობის მართვა გაყიდვის ყველა ეტაპზე
  • ახალი შესაძლებლობების მოძიება და გაყიდვების შედეგების გაუმჯობესება

ვის ვეძებთ?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი დამოკიდებულება საქმის მიმართ და არა მხოლოდ წარსულში მიღებული გამოცდილება.

შენთვის ეს პოზიცია განსაკუთრებით შესაფერისია, თუ:
  • შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო და მართო საკუთარი სამუშაო პროცესი
  • კარგად ანაწილებ დროს და პრიორიტეტებს
  • გაქვს ინიციატივის გამოჩენის სურვილი და აქტიური მუშაობა შენთვის ბუნებრივია
  • მარტივად ამყარებ კონტაქტს სხვადასხვა ტიპის ადამიანთან
  • კომფორტულად გრძნობ თავს კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების პროცესში
  • გინდა საკუთარი შედეგების მუდმივად გაუმჯობესება
  • სწრაფად სწავლობ და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეგიძლია
  • გამოწვევები დამატებით მოტივაციას გაძლევს
  • გაქვს მაღალი მიზნები და მზად ხარ მათ მისაღწევად იმუშაო
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად

რას მიიღებ ჩვენთან?
  • კორპორატიულ ნომერს და ულიმიტო სასაუბრო პაკეტს
  • უძრავი ქონების ობიექტების რეკლამირების ხარჯების დაფინანსებას
  • პროფესიულ გარემოს და გუნდურ მხარდაჭერას
  • შესაძლებლობას, განავითარო გაყიდვების პრაქტიკული უნარები
  • გამოცდილებას უძრავი ქონების სფეროში
  • შემოსავლის ზრდის რეალურ შესაძლებლობას
  • კარიერული განვითარების პერსპექტივას
  • გუნდს, სადაც შედეგი ფასდება

ანაზღაურება
ჩვენთან შენი შემოსავალი პირდაპირ არის დაკავშირებული შენს გაყიდვების შედეგებთან.

საკომისიო სისტემა:
თითოეულ დახურულ გარიგებაზე - 50% საკომისიო
თვის გეგმის შესრულების შემთხვევაში მომდევნო თითოეულ დახურულ გარიგებაზე 80% საკომისიო

შემოსავლის ზედა ზღვარი არ არსებობს, შენი შემოსავლის ზრდა დამოკიდებულია შენს შედეგებზე.

სამუშაო პირობები
სამუშაო გრაფიკის ორი ვარიანტი:
10:00 – 18:00
11:00 – 19:00

სამუშაო ადგილი:თბილისი, საბურთალო , გაგარინის მოედანი

ვისთვისაა ეს პოზიცია?
ეს ვაკანსია განსაკუთრებით საინტერესო იქნება ადამიანისთვის, რომელსაც არ სურს მხოლოდ ფიქსირებული ხელფასის ფარგლებში მუშაობა და სურს ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი შედეგების მიხედვით შექმნას მაღალი შემოსავალი.

თუ ხარ ადამიანი, რომელიც მიზანს ისახავს, მოქმედებს და შედეგის მიღწევა შეგიძლია, გვინდა გაგიცნოთ.

გამოგვიგზავნე CV მეილზე info.solobm1@gmail.com და გახდი ჩვენი გაყიდვების გუნდის წევრი

Sales
Sales Management
Views
Unique views
Similar announcements
Tbilisi
AYA HOME SPACE