Today - 11 Oct
Standard
Materials Testing Laboratory Operator
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Science / Education laboratory
  • Industry / Field: Manufacturing Aviation & Aerospace
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Open-ended contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Desired):
    Science / Education laboratory
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor
  • Educational programs: Material Science
  • Languages: English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

“აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ აცხადებს ვაკანსიას მასალათა საგამოცდო ლაბორატორიის ოპერატორის თანამდებობაზე


პოზიციის მიზანი:

კომპოზიტური მასალების, ჰერმეტიკების, წებოვანი ფირების, და სხვ. მექანიკური და ფიზიკური მახასიათებლების შემოწმება და ხარისხის კონტროლის პროცესების განხორციელება დამკვეთის სტანდარტების, ტექნიკური სპეციფიკაციებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.


სამუშაოს აღწერა:

  • მასალების მექანიკური გამოცდა - მასალათა მექანიკური საგამოცდო დანადგარების ოპერირება. ნიმუშების მექანიკური გამოცდა მოთხოვნილი სტანდარტებისა და სპეციფიკაციების მიხედვით;
  • მასალების ფიზიკური გამოცდა და თერმული ანალიზი - მასალათა რაოდენობრივი ან თვისობრივი ანალიზი. საგამოცდო ნიმუშების ფიზიკური მახასიათებლის განსაზღვრა;
  • ნივთიერებათა ქიმიური ანალიზი - განსხვავებული ქიმიური შედგენილობის ხსნარების ნიმუშებში კომპონენტების რაოდენობრივი განსაზღვრა მოცულობითი ანალიზის საშუალებით - ნეიტრალიზაციის, ჟანგვა-აღდგენისა და სხვა ქიმიური ანალიზის მეთოდების გამოყენებით;
  • ქიმიური ხაზის ოპერირება - ქიმიური ანოდიზაციის ხაზის ოპერირება და მონიტორინგი;
  • ნიმუშების ვიზუალური შემოწმება მიკროსკოპის გამოყენებით - კომპოზიტური მასალების მიკროსკოპის ნიმუშების მომზადება და ვიზუალური შემოწმება ოპტიკური მიკროსკოპების გამოყენებით;
  • ჩატარებული სამუშაოს შესაბამისი ანგარიშების შედგენა - ლაბორატორიაში ჩატარებული თითოეული გამოცდის შესაბამისი ანგარიშის შედგენა წინასწარ დადგენილი წესებისა და ფორმების დაცვით;
  • ლაბორატორიის დანადგარების კალიბრაცია - ლაბორატორიაში არსებული დანადგარების კალიბრაციის ვადების მონიტორინგი და კალიბრაციის პროცესებში მონაწილეობა.
  • ლაბორატორიულ დოკუმენტაციაზე მუშაობა - საგამოცდო პროტოკოლების და ლაბორატორიული დოკუმენტების მოწესრიგება/განახლება.
  • უსაფრთხოების წესების დაცვა - შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ლაბორატორიაში მოქმედი უსაფრთხოების პროცედურების დაცვა ქიმიურ ნივთიერებებსა და ლაბორატორიულ აღჭურვილობასთან მუშაობისას.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება : ბაკალავრის ხარისხი მასალათმცოდნეობაში, ფიზიკაში, ქიმიაში, მექანიკის ინჟინერიაში, ქიმიურ ინჟინერიაში ან სხვა მონათესავე მიმართულებით;
  • ენები : ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაგების უნარი);
  • გამოცდილება: ლაბორატორიაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; უპირატესად ჩაითვლება კომპოზიტურ მასალებთან მუშაობის გამოცდილება.


თვისებები:

  • როგორც დამოუკიდებელი, ისე გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • წერითი უნარები;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) მოცემულ ელ. ფოსტაზე: Vacancy@atccomposite.com


პერსონალურ მონაცემთა დამუშავება:

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი დამუშავდება სს,, აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ თქვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით გაქვთ შემდეგი უფლებები:

გამოიხმოთ თანხმობა ნებისმიერ დროს (თანხმობის საფუძველზე დამუშავების შემთხვევაში აღნიშნული უარით ავტომატურად მოხსნება თქვენი კანდიდატურა შერჩევის პროცესიდან);

მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომისა და მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება და შევსება;

მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;

გაეცნოთ მონაცემებს და მიიღოთ ასლები;

გაასაჩივროთ კომპანიის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავება


თქვენ შეგიძლიათ აღნიშნული უფლებების რეალიზების მიზნით მოგვმართოთ წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@atccomposite.com შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მიხეილ გრიგორაშვილის #27


მოთხოვნილი ინფორმაციის გადმოგზავნით, თქვენ ადასტურებთ რომ წაიკითხეთ გაიგეთ აქ მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები და ეთანხმებით სს ,,აერო-სტრუქტურების ტენოლოგიები(ციკლონი)-ის ს/კ:404496121 მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად.

Science / Education
laboratory
Views
Unique views