Today - 23 Oct
Standard
Internship/Heating Plant Driver's Assistant
Lanchkhuti Municipality, Supsa
Application information
Email: careers@cement.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Logistics / Transport
Driving a truck Construction Heavy Construction Equipment - Industry / Field: Manufacturing
Glass, Ceramics & Concrete - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Internship
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance,Free meal
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Mandatory):Logistics / Transport
Driving a truck ConstructionHeavy Construction Equipment - Industry / Field(Mandatory):Manufacturing
Glass, Ceramics & Concrete - Education level(s): Bachelor, High School, Incomplete High School, Master, College, Doctor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას თბომავლის მემანქანის თანაშემწის პოზიციაზე სუფსაში არსებულ ცემენტის ტერმინალზე.
სამუშაო ლოკაცია: სოფ. სუფსა (ცემენტის ტერმინალი)
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღის ცვლები
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- ვაგონების სამუშაო მზადყოფნის უზრუნველყოფა
- ვაგონების გადატანისას სადგურის მორიგის ინფორმირება
- სამანევრო სამუშაოების დაწყებამდე სავალი გზისა და გაბარიტების მდგომარეობის შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის პირად უსაფრთხოებას
- სამანევრო საქმიანობის ინსტრუქციის ცოდნა
- ვაგონების ჩაბმისას ან ჩახსნისას განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა
- სარკინიგზო ხაზებზე სისუფთავის დაცვა
- სასწორის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
- შემოსული და გასული სამანქანო ტვირთების აღრიცხვა და რეპორტირება
- გასული ტვირთების ზუსტი აწონვა და სასწორის პროგრამაში დაფიქსირება
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა
სასურველია გქონდეთ:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- თბომავლის თანაშემწის მოწმობა
- სასურველია ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების უნარი
- გუნდური მუშაობა
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
ჰანიველ ცემენტში თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.
ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს:
სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის;
ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის;
კვების თანხის უზრუნველყოფა;
ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში;
ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამუშაო სივრცე, სადაც კომფორტი, უსაფრთხო გარემო და მოტივაცია ყოველდღიურობის ნაწილია.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - თბომავლის მემანქანის თანაშემწე (სუფსა)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
Logistics / Transport
Driving a truck
Construction
Heavy Construction Equipment
Views
Unique views
Other jobs at company
