Today - 24 Oct
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Insurance
Medical service support Medical Other - Industry / Field: Health Care
Pharmaceuticals - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 2500 - 3000(+ Bonus)
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Insurance
Medical service support MedicalOther - Industry / Field(Mandatory):Health Care
Pharmaceuticals - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian,English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია „მედკორი“ 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ჯანდაცვის სექტორს სთავაზობს ინოვაციურ და თანამედროვე პროდუქციას ესთეტიკური, სტომატოლოგიური და სამედიცინო მიმართულებებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: საშუალოდ 2 500 - 3 000 ლარი (ბონუსის ჩათვლით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტის ტექნიკური მახასიათებლებისა და გამოყენების სპეციფიკის საფუძვლიანი შესწავლა;
- ესთეტიკური კლინიკების, სამედიცინო დაწესებულებებისა და შესაბამისი პროფილის ექიმებთან ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და საქმიანი ურთიერთობების განვითარება;
- კომპანიის პროდუქციის ეფექტური პრეზენტაცია, კონსულტაციების გაწევა და მოლაპარაკებების წარმართვა;
- ახალი მომხმარებლების მოძიება, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და არსებული ბაზის განვითარება;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების მუდმივი მონიტორინგი;
- ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება და რეკომენდაციების წარდგენა;
- მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების ზრდისა და ბიზნესპროცესების გაუმჯობესების მიზნით ახალი ინიციატივების შეთავაზება;
- საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებსა და სხვა პროფესიულ ღონისძიებებში კომპანიის წარმომადგენლობა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო, ფარმაცევტული, ბიოლოგიური ან მომიჯნავე მიმართულებით);
- საცალო ან კორპორატიული გაყიდვების გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო სფეროში გაყიდვების გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
- Microsoft Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია
- სასურველია საკუთარი ავტომობილის ქონა, კომპანია უზრუნველყოფს საწვავისა და ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯების ანაზღაურებას;
- თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება ულიმიტო საკომუნიკაციო პაკეტით;
- კომპანია ხელს უწყობს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას და უზრუნველყოფს საერთაშორისო ტრენინგებში, კონფერენციებსა და მივლინებებში მონაწილეობის მხარდაჭერას.
დაინტერესების შემთხვევაში
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy01@medcore.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სამედიცინო წარმომადგენელი“.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის წარმართვისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.
გმადლობთ ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
Insurance
Medical service support
Medical
Other
Views
Unique views
