Today - 28 Oct
Standard
Service Center Technical Operations Manager
Tbilisi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Repair / installation HVAC (Heating, Ventilation, and Air Conditioning) Installation and Repair, Appliance Installation And Repair, Other
  • Industry / Field: Energy & Mining Oil & Energy
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Repair / installation HVAC (Heating, Ventilation, and Air Conditioning) Installation and Repair, Appliance Installation And Repair, Other
  • Industry / Field(Mandatory):
    Energy & Mining Oil & Energy
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, High School, Doctor
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის ტექნიკური ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • ხელმძღვანელის პოზიციაზე, ან ანალოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება.


დამატებითი მოთხოვნები:

  • სასურველია უცხო ენების ცოდნა


კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

  • საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილად ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამსახურის თანამშრომლებს შორის დავალებებისა და შემოსული კორესპონდენციის განაწილება, აგრეთვე მათ დადგენილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა;
  • მომსახურებისცენტრის მოქმედების არეალში არსებული გაზგამანაწილებელი ქსელის და მასთან დაკავშირებული დამხმარე ობიექტების (გაზგამანაწილებელი პუნქტები, აღრიცხვისა და რედუცირების კვანძები და სხვა) მართვა;
  • საცალო მომხმარებლების მფლობელობაში არსებული გაზგაყვანილობის და გაზის დანადგარების/ხელსაწყოების გეგმური შემოწმების გრაფიკის შემუშავება, მისი ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • გეგმურად და არაგეგმურად გათიშული შენობების შიგნით გაზის დადგენილი წესით, უსაფრთხო გაშვების უზრუნველყოფა;
  • მომსახურების ცენტრის მიერ მიღებული მასალების გაცემა/გახარჯვის და სხვა ტექნიკური მასალების აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირებასა და მომხმარებელთათავის დადგენილი ტექნიკური მოთხოვნების დაცვით გაზის ოპტიმალური წნევით მიწოდებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის წესების ჯეროვნად შესრულება და სისტემატური ზედამხედველობა თანამშრომელთა მიერ მათ დაცვაზე;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ფუნქციების, უფლებამოსილებების და ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა;


უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ანაზღაურება კონკურენტული


დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://my.te.ge/

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 29 ოქტომბერი;

გისურვებთ წარმატებას!


წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს „თბილისი ენერჯისთვის“ გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.

თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება(შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით ან / და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.


შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.


Apply (On another website)
Repair / installation
HVAC (Heating, Ventilation, and Air Conditioning) Installation and Repair,
Appliance Installation And Repair,
Other
Views
Unique views