Today - 28 Oct
Standard
Raw Materials Warehouse Manager
Mtskheta Municipality, Saguramo
Application information
Email: hr@geobeer.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Logistics / Transport
Warehousing - Industry / Field: Consumer Products and Services
Food & Beverages - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance,Free meal,Providing transportation
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Logistics / Transport
Warehousing - Industry / Field(Mandatory):Consumer Products and Services
Food & Beverages - Seniority level: Senior-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„ქართული ლუდის კომპანია“ აცხადებს ვაკანსიას ნედლეულის საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სს „ქართული ლუდის კომპანიის“ შესახებ
სს „ქართული ლუდის კომპანია“ (GBC) არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მრავალფეროვან პორტფელს.
2025 წლიდან კომპანია წარმოადგენს Tempo Beverages-ისა და Daily Group-ის ერთობლივ საწარმოს.
Tempo Beverages არის ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი სასმელების მწარმოებელი და დისტრიბუტორი, რომელსაც 70 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კომპანია მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლუდის ბრენდთან — Heineken-თან — და უზრუნველყოფს მისი პროდუქციის დისტრიბუციასა და განვითარებას ისრაელის ბაზარზე.
Daily Group არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1 700 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს.
საერთაშორისო გამოცდილებისა და ძლიერი ადგილობრივი პოზიციონირების საფუძველზე, კომპანია განაგრძობს განვითარებას და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას.
პოზიციის შესახებ
ვეძებთ ნედლეულის საწყობის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული რამდენიმე საწყობის ეფექტიან მართვაზე, სასაწყობე ოპერაციების ორგანიზებასა და კონტროლზე, მარაგების ზუსტ აღრიცხვასა და საწყობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე.
თუ გაქვთ საწყობის მართვის სფეროში გამოცდილება, ხართ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული და შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე პროცესისა და გუნდის ეფექტურად მართვა, გელოდებით ჩვენს გუნდში!
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პიროვნული მახასიათებლები
კომპანია უზრუნველყოფს
დაინტერესების შემთხვევაში
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნეს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართულმა ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს და თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე.
თუ არ ხართ თანახმა, რომ სს „ქართულმა ლუდის კომპანიამ“ დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები სხვა ვაკანტურ პოზიციებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, ამის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge წერილში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.

- კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული რამდენიმე საწყობის საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
- საწყობებში პროდუქციის მიღების, განთავსების, შენახვის, გადაადგილებისა და გაცემის პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა;
- სასაწყობე სივრცეების რაციონალური გამოყენებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;
- საწყობებში მარაგების სწორი და ზუსტი აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- მარაგების მოძრაობის FIFO/FEFO პრინციპების შესაბამისად მართვა და მათი დაცვის ყოველდღიური კონტროლი;
- ნედლეულის ვარგისიანობის ვადების მონიტორინგი, ვადაგასვლის რისკის მქონე მარაგების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
- ნედლეულის პარტიების (ლოტების) აღრიცხვისა და მიკვლევადობის (traceability) უზრუნველყოფა მიღებიდან წარმოებაში გაცემამდე;
- საწყობის ნაშთების მუდმივი კონტროლი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობის უზრუნველყოფა სააღრიცხვო სისტემებსა და დოკუმენტაციასთან;
- ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების კონტროლი;
- მიღებული საქონლის რაოდენობრივი და ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი;
- მიღებისას ნედლეულის ვარგისიანობის ვადის, შეფუთვის მთლიანობის, თანმხლები დოკუმენტაციისა (მათ შორის, ხარისხის სერტიფიკატების) და, საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირების ტემპერატურის შემოწმება;
- შეუსაბამო, დაზიანებული ან ვადაგასული ნედლეულის იზოლირება (კარანტინი/ბლოკირება), აღრიცხვა და ხარისხის კონტროლის სამსახურისთვის დროული შეტყობინება;
- შეკვეთების შესაბამისად, პროდუქციის დროული გაცემის უზრუნველყოფა;
- საწყობებში წესრიგის, უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- საწყობის ოპერაციული პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ინიციატივების განხორციელება;
- საწყობის თანამშრომლების საქმიანობის ორგანიზება, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- თანამშრომლების სამუშაო დისციპლინისა და დადგენილი პროცედურების დაცვის მონიტორინგი;
- სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია საწყობის ოპერაციების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით;
- საწყობის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება;
- საწყობის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- საწყობის მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- რამდენიმე საწყობის ან ფართომასშტაბიანი საწყობის მართვის გამოცდილება;
- საწყობის ოპერაციული პროცესებისა და ინვენტარიზაციის წესების ცოდნა;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- კვების ან სასმელების წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
- საწყობის მართვის/ERP პროგრამულ სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდის მართვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- ერთდროულად რამდენიმე პროცესის მართვის უნარი.
კომპანია უზრუნველყოფს
- ტრანსპორტირებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას.
დაინტერესების შემთხვევაში
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნეს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართულმა ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს და თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე.
თუ არ ხართ თანახმა, რომ სს „ქართულმა ლუდის კომპანიამ“ დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები სხვა ვაკანტურ პოზიციებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, ამის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge წერილში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.
Logistics / Transport
Warehousing
Views
Unique views