Today - 30 Oct
Vip
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Banking
Universal Banking Services - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Mandatory):Banking
Universal Banking Services - Industry / Field(Mandatory):Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
"თიბისი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პერსონალური ბანკირის პოზიციაზე - თიბისი კონცეპტი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
- დაიწყე კარიერა თიბისიში - პრემიუმ ბანკინგის მიმართულებით.
- გინდა, შენი პირველი პროფესიული ნაბიჯი თანამედროვე საბანკო და ტექნოლოგიურ გარემოში გადადგა?
- გაინტერესებს ფინანსები, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მზად ხარ, საკუთარი უნარები რეალურ საქმეში განავითარო? თიბისი კონცეპტის გუნდი გელოდება.
- ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან მიიღონ პირველი პროფესიული გამოცდილება და უმცროსი პერსონალური ბანკირის პოზიციიდან დაიწყონ კარიერული გზა კონცეპტში.
- წინა სამუშაო გამოცდილება არ არის საჭირო - ჩვენ გასწავლით ყველაფერს, რაც ამ როლში წარმატებისთვის დაგჭირდება.
შენი ყოველდღიურობა მოიცავს:
- კლიენტებთან ურთიერთობას და მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას;
- მათი საჭიროებების გაანალიზებას და შესაბამისი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას;
- ახალი კლიენტების მოზიდვასა და არსებული ურთიერთობების განვითარებას;
- საბანკო პროდუქტების შესახებ კონსულტაციის გაწევას;
- გაყიდვების მიზნების შესრულებასა და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ მუშაობას;
- თანამედროვე ციფრული არხებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას;
- გუნდთან ერთად მუშაობას და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას.
კვალიფიკაცია
შენთან ერთად გვინდა მუშაობა, თუ:
- ხარ სტუდენტი;
- გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
- ხარ ენერგიული, მიზანდასახული და პასუხისმგებლიანი;
- სწრაფად სწავლობ, გიყვარს ახალი ცოდნის მიღება და გაქვს განვითარების სურვილი;
- გაინტერესებს ფინანსები, ტექნოლოგიები და თანამედროვე საბანკო გარემო;
- ფლობ უცხო ენას.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შენი პოტენციალი, მოტივაცია და განვითარების სურვილი.
რას გთავაზობთ?
- კარიერის დაწყების შესაძლებლობას თიბისი კონცეპტის გუნდში;
- საჭირო გადამზადებასა და პროფესიულ მხარდაჭერას;
- რეალურ სამუშაო გამოცდილებას თანამედროვე საბანკო და ტექნოლოგიურ გარემოში;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ და ზრდად ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, სპეციალურ შეთავაზებებს, „თიბისელების“ ფონდსა და სხვა ბენეფიტებს;
- მუდმივი სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
- თუ მზად ხარ ისწავლო, გაიზარდო და საკუთარი შესაძლებლობები რეალურ საქმეში გამოსცადო - შემოგვიერთდი თიბისი კონცეპტის გუნდში.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/C5ZpP
Apply (On another website)
Banking
Universal Banking Services
Views
Unique views
Other jobs at company
