Next
Today - 02 Oct
Standard
Paid internship at the Chancellery of the Faculty of Psychology and Educational Sciences
Tbilisi
Application information
Email: stajireba@tsu.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Science / Education
Higher education Training courses/Educational programmes Education (general) - Industry / Field: Education
Higher Education - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Education level(s): High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე – 1 (ერთი) ვაკანსიაზე.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს (ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხით) ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა იცნობდეს:
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებსა და უნარებს:
სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი ან წერილობითი მითითებების შესაბამისად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 3 (სამი) თვით. სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა.
ანაზღაურებადი სტაჟირების ოდენობა განისაზღვროს თვეში 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო
გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე. სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო კომისია აპლიკანტის განაცხადს არ განიხილავს.
შერჩეული კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. გასაუბრების კონკრეტული თარიღი და დრო კანდიდატებს ეცნობებათ წინასწარ. გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს 2026 წლის 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის (Subject) ველში უნდა მიეთითოს: - „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში ანაზღაურებადი სტაჟირება“.

- ა) საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს;
- ბ) საქართველოს პრეზიდენტის №414 ბრძანებულებას „საქმისწარმოების ერთიანი წესების შესახებ“;
- გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის №174 ბრძანებას „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“;
- დ) საქართველოს კანონს „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“;
- ე) საქართველოს მთავრობის №64 დადგენილებას „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის შესახებ“;
- ვ) საქართველოს კანონს „უმაღლესი განათლების შესახებ“;
- ზ) უნივერსიტეტის წესდებას;
- თ) ფაკულტეტის დებულებას.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ა) ქართული ენის ცოდნა;
- ბ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
- გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის Microsoft Office-ის პროგრამების, ცოდნა.
სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებსა და უნარებს:
- ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ბ) ოპერატიულობა;
- გ) სხვადასხვა ამოცანაზე პარალელურად, დამოუკიდებლად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- დ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- ე) გუნდურობისა და კომუნიკაბელურობის უნარი;
- ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
- ზ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
- თ) დასაბუთების უნარი.
სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
- ა) ფაკულტეტზე შემოსული და გასული დოკუმენტაციის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია და ადრესატებისთვის გაგზავნა;
- ბ) ფაკულტეტზე მომზადებული დოკუმენტების (ცნობების, წერილების და სხვ.) გატარება; გ) დეკანის ბრძანებების რეგისტრაცია;
- დ) ფაკულტეტზე მიმდინარე კონკურსების (დეკანის, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის) ფარგლებში კონკურსანტთა საბუთების მიღება, დამუშავება და კომისიისთვის დროულად გადაცემა, აგრეთვე საკონკურსო მასალების საქმისწარმოების წესების დაცვით შენახვა;
- ე) ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო ფორუმებისა და კვლევითი პროექტების მასალების მიღება, რეგისტრაცია და შესაბამის სამსახურებში გადაცემა (მიღება-ჩაბარების აქტებით);
- ვ) ცენტრალურ კანცელარიასთან კოორდინირებული მუშაობა;
- ზ) საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტზე მომზადებული დოკუმენტების ასლების დამოწმება;
- თ) საჭიროებიდან გამომდინარე, კანცელარიის უფროსის, ადმინისტრაციის, ცენტრალური კანცელარიისა და დეკანის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი ან წერილობითი მითითებების შესაბამისად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი №2 და დანართი №2.1 – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“);
- ბ) ავტობიოგრაფია (CV);
- გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
- ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში).
სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 3 (სამი) თვით. სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა.
ანაზღაურებადი სტაჟირების ოდენობა განისაზღვროს თვეში 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო
გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე. სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო კომისია აპლიკანტის განაცხადს არ განიხილავს.
შერჩეული კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. გასაუბრების კონკრეტული თარიღი და დრო კანდიდატებს ეცნობებათ წინასწარ. გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს 2026 წლის 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის (Subject) ველში უნდა მიეთითოს: - „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში ანაზღაურებადი სტაჟირება“.
Science / Education
Higher education
Training courses/Educational programmes
Education (general)
Views
Unique views