Today - 02 Oct
Standard
Competition for the selection of interns in the Educational Process Management Service of the Faculty of Psychology and Educational Sciences
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Accounting / Finance Financial Management
  • Industry / Field: Education Higher Education
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Education level(s): Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში ანაზღაურებად სტაჟირებაზე – 2 (ორი) ერთეულზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს (ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხით) ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტს (უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს)

კონკურსში მონაწილე პირი უნდა იცნობდეს:
  • საქართველოს კანონს „უმაღლესი განათლების შესახებ“;
  • უნივერსიტეტის შინაგანაწესს;
  • ფაკულტეტის დებულებას.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • ქართული ენის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის Microsoft Office-ის პროგრამების, ცოდნა.

სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებსა და უნარებს:
  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • სხვადასხვა ამოცანაზე პარალელურად, დამოუკიდებლად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  • ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდურობისა და კომუნიკაბელურობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • დასაბუთების უნარი.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
  • სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი ან წერილობითი მითითებების შესაბამისად, მათ შორის:
  • სტუდენტთა კორესპონდენციის მონიტორინგი და შესაბამისი პასუხების მომზადება/გაცემა;
  • აკადემიური რეგისტრაციის პროცესში დახმარება;
  • სტუდენტთა ტუტორიალი და კონსულტირება;
  • მობილობის პროცესში დოკუმენტაციის მომზადებასა და საბუთების მიღებაში დახმარება;
  • სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;
  • სტუდენტების სისტემატური ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების, რეგულაციების, ინსტრუქციების, ვადებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;
  • თსუ-ის საგამოცდო ცენტრიდან მოწოდებული საგამოცდო ნაშრომების დროულად დაბრუნების მონიტორინგი;
  • სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის სხვადასხვა მიმდინარე დავალების შესრულება.
  • ელექტრონული სწავლების პლატფორმა e-learning.tsu.ge -ზე სემესტრული საგნების დაგეგმვაში მონაწილეობა;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი №2 და დანართი №2.1 – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“);
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
  • ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში).

სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 3 (სამი) თვით. სამუშაო დრო განისაზღვროს კვირაში არანაკლებ 30 საათით, შაბათ-კვირის გარდა. ანაზღაურებადი სტაჟირება განისაზღვროს თვეში 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე. სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო კომისია აპლიკანტის განაცხადს არ განიხილავს.

შერჩეული კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. გასაუბრების კონკრეტული თარიღი და დრო კანდიდატებს ეცნობებათ წინასწარ. გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს 2026 წლის 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge.
ელექტრონული წერილის სათაურის (Subject) ველში უნდა მიეთითოს: - „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირება“.

Accounting / Finance
Financial Management
Views
Unique views