Next
Today - 15 Oct
Start
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
Sales Management - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 950(+ Bonus)
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Education level(s): Bachelor
- Languages: Georgian
ტერაბანკში თბილისში უძრავი ქონების ინსპექტორს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:
- უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
- მართვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება
- Google Maps-ის ცოდნა
- ქალაქის/რეგიონის გზების და ტრაფიკის ცოდნა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე
- ფიქსირებული ხელფასი 950 ლარი + ყოველთვიური ბონუსი გამომუშავებით
შენი მოვალეობა იქნება:
- უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დამუშავება Google Maps-ზე და ადგილმდებარეობის ზუსტი იდენტიფიცირება
- უძრავი ქონების იდენტიფიცირება, ობიექტზე ვიზიტი და დასურათება
- ობიექტებზე დროული ვიზიტი საკუთარი/ბანკის სატრანსპორტო საშუალებით
- უძრავი ქონების დასურათება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | უძრავი ქონების ინსპექტორი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება 12 თვის ვადით.
ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშავოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
Sales
Sales Management
Views
Unique views