Today - 04 Nov
Standard
HoReCa Business Development and Corporate Sales Management
Tbilisi, Ponichala
Georgia
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales B2B Sales Strategy and Management
  • Industry / Field: Manufacturing Food Production
  • Seniority level: Senior-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: from 3 to 5 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Sales B2B Sales Strategy and Management
  • Industry / Field(Mandatory):
    Manufacturing Food Production
  • Seniority level: Senior-Level
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian
  • Driving licence: B Category
This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)

კომპანია: შპს „ვასაძის პური“ (საკონდიტრო კომპანია „სანდომი“)
სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონები
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის I შესახვევი, N6
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (სრული განაკვეთი)
ანაზღაურება: 2000–2500 ლარი (ფიქსირებული) + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულებაზე

ზოგადი მიმოხილვა
საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ (შპს „ვასაძის პური“), რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე ISO 22000 სტანდარტების დაცვით, ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ კადრს HoReCa მიმართულების ბიზნესის განვითარებისა და კორპორატიული გაყიდვების მართვის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
  • სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება: HORECA / კორპორატიული მიმართულების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა და რეალიზება.
  • ბაზრის კვლევა და ანალიზი: HORECA ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება, ბაზრის შესაძლებლობებისა და კონკურენტული გარემოს შეფასება.
  • კომერციული წინადადებები და მოლაპარაკებები: ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის ხელსაყრელი პირობების შეთანხმება.
  • გაყიდვების მართვა: გაყიდვების გეგმების შემუშავება და მათი ეფექტური შესრულების უზრუნველყოფა.
  • პროდუქტის დანერგვა: ახალი პროდუქტების დანერგვისა და HORECA სექტორში მათი სწორი პოზიციონირების პროცესში მონაწილეობა.
  • ფინანსური კონტროლი: დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და გადახდების დროული განხორციელების უზრუნველყოფა.
  • ანგარიშგება: გაყიდვების შედეგების დეტალური ანალიზი და მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშების წარდგენა.
  • გუნდის მართვა (საჭიროებისამებრ): HORECA მიმართულების გუნდის ჩამოყალიბებაში, ტრენინგსა და ყოველდღიურ მართვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:

  • მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • აუცილებელია HoReCa სექტორში და FMCG მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

უნარ-ჩვევები და ცოდნა:

  • გაყიდვების დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კლიენტებთან ურთიერთობის მართვის ძლიერი უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებული და ანალიტიკური აზროვნება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები
  • მაღალი აქტიურობა და ინიციატივიანობა;
  • დამარწმუნებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა და დროის ეფექტური მართვა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

კომპანია გთავაზობთ:
  • ღია და მხარდამჭერ მენეჯმენტს;
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ის

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/m0s9gdy44am8hdbw
Apply (On another website)
Sales
B2B Sales Strategy and Management
Views
Unique views