Today - 05 Nov
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Evaluation/expertise
Vehicle Appraisal - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Evaluation/expertise
Vehicle Appraisal - Industry / Field(Mandatory):Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master
- Languages: English,Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია "ჯი-თი მოტორსი" - საავტომობილო ბრენდების Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW/Mini-ს და BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალური იმპორტიორი საქართველოში - სამღებრო-სათუნუქე საამქროში აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დითეილინგის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი და ყოველი მეორე შაბათი - 10:00-18:00
პოზიციის მიზანი: პოზიციის მიზანი არის რომ დროულად და შეუფერხებლად მოხდეს ავტოსერვისში შემოსული ავტომობილებზე სამუშაოს ჩატარება (დამცავი/ფერადი ფირის დაკვრა; კერამიკული საფარით ექსტერიერის/ინტერიერის დაფარვა) კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- სატრანსპორტო საშუალების გარეგანი მდგომარეობის შემოწმება/დადგენა.
- მიღებული სამუშაოს დეტალურად შესწავლა, დაგეგმვა, ინსტრუმენტების მომზადება, სამუშაო პროცესში წარმოშობილი შესაძლო დაზიანებების და რისკების შეფასება, სატრანსპორტო საშუალების საერთო ვიზუალური მდგომარეობის დადგენა.
- ფირის შეთანხმებული სამუშაოს შესაბამისი მოჭრა, ფირის მონტაჟი, საჭიროების შემთხვევაში კერამიკული საფარით დაფარვა.
- ფირების გაკვრა და მომზადება: ავტომობილის ძარისა და ცალკეული ელემენტების მომზადება ფირის გასაკვრელად (ღრმა წმენდა, გაცხიმოვნება, თიხით დამუშავება); გამჭვირვალე დამცავი ფირის (PPF) და ფერადი ვიზუალური ფირების (Vinyl Wrap) პროფესიონალური გაკვრა; ელემენტების (ბამპერი, კაპოტი, ფრთები, სალონის დეტალები) ზუსტი დამუშავება, ჭრა და ნაპირების უხილავად შეკეცვა; საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის დეტალების (სახელურები, მოლდინგები, ფარები) უსაფრთხო დემონტაჟი და მონტაჟი.
- დითეილინგი და მოვლა: ლაქ-საღებავის დაფარვის პოლირების ზედამხედველობა (1, 2 ან 3-ეტაპიანი) დეფექტებისა და ნაკაწრების მოსაშორებლად; კერამიკული და დამცავი საფარების (Ceramic Coating / Nano Polish) დატანა; ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის ქიმწმენდა/დითეილინგის ზედამხედველობა.
- ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება: გაწეული სამუშაოს ხარისხის შემოწმება (ბუშტუკების, ნაკეცების ან ხარვეზების გამორიცხვა); სამუშაო იარაღებისა და ქიმიური საშუალებების სწორი, უსაფრთხო გამოყენება და მოვლა.
- დაწყებული სამუშაოს დასრულება შესაბამის ვადებში, დასრულების დაუყოვნებლივ შეტყობინება სამღებრო-სათუნუქე საამქროს კონტროლერისთვის;
- სამუშაო მასალების მარაგების კონტროლი, სამღებრო-სათუნუქეს საწყობის მენეჯერის ინფორმირება მარაგების შესახებ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
- A კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად;
- რამდენიმე დავალებაზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/rNK8QmUd
Apply (On another website)
Evaluation/expertise
Vehicle Appraisal
Views
Unique views
