Today - 05 Nov
Start
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Medical
Pharmacy Administration / Business Management Project management, Administrative Assistance - Industry / Field: Health Care
Pharmaceuticals - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Mandatory):Medical
Pharmacy Administration / Business ManagementProject management, Administrative Assistance - Industry / Field(Mandatory):Health Care
Pharmaceuticals - Seniority level: Mid-Level
- Education level(s): Bachelor, Master, Doctor
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას პროექტების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე, საწყობის პროექტების მართვის სამსახურში.
პოზიცია მოიცავს სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და სამშენებლო-სარემონტო პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო
სამუშაო გრაფიკი: 09:00–18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასაწყობე ინფრასტრუქტურისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების მოძიება და მათი გამოყენების შესაძლებლობების შესწავლა;
- ავტომატიზაციისა და რობოტული სისტემების მოძიებისა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
- საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
- მიმდინარე სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო პროექტების კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
- პროექტებისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა და მათი ეფექტიანად მართვა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
- პროექტების ბიუჯეტის, ვადებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი;
- სამშენებლო-სარემონტო პროექტების მართვასა და ზედამხედველობაში მონაწილეობა;
- პროექტში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- პოტენციური ქვეკონტრაქტორების მოძიება და მათი შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელისთვის პროექტების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება და საჭირო ცვლილებების შეთანხმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება; სასურველია ტექნიკური, სამშენებლო, ბიზნესის ადმინისტრირების ან პროექტების მართვის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- MS Office-ის კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა( B2 დონეზე)
- სასურველია რუსული ენის ცოდნა;
- სასურველია AutoCAD-ის ან/და ArchiCAD-ის ცოდნა;
- სასურველია გეგმების, ნახაზებისა და სამუშაოთა მოცულობების გადამოწმების უნარი;
- სასურველია სამუშაოებისა და მასალების ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობის შეფასების უნარი.
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვა;
- სამუშაოს დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და სხვადასხვა დავალების დროულად შესრულების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება; სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და კოლეგიალობა; პუნქტუალურობა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 6.11.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); 5 97 002 987
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/AL5RrMaIca
Apply (On another website)
Medical
Pharmacy
Administration / Business Management
Project management,
Administrative Assistance
Views
Unique views
