Today - 18 Oct
Standard

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Information technologies Information Security Analytics Administration / Business Management Department Management
  • Industry / Field: Finance Financial Services
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 6400

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Information technologies Information Security Analytics
    Administration / Business Management Department Management
  • Industry / Field(Mandatory):
    Finance Financial Services
  • Education level(s): Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს ანალიტიკური სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ორგანიზაცია: საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
სავალდებულოა: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
თანამდებობრივი სარგო - 6400 ლარი (დარიცხული)
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე

ფუნქციები
  • ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების, აგრეთვე, პრედიკატიული დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ახდენს შემოსული ინფორმაციის (მათ შორის, დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის) ანალიზს. სამმართველოს უფროსს ატყობინებს შემოსული ინფორმაციის შესახებ, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ფულის გათეთრებას, ტერორიზმის დაფინანსებას ან/და პრედიკატიული დანაშაულის ჩადენას;
  • სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, (შესაბამისი ფორმის მიხედვით) ხსნის საქმეს და პასუხისმგებელია საქმის წარმოებაზე;
  • სამსახურის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისგან, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ორგანოდან და დაწესებულებიდან (მათ შორის, უცხოეთის შესაბამისი სამსახურებიდან) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი წერილის მომზადებას; ასევე მოიპოვებს და აანალიზებს გარიგებაში მონაწილე პირების შესახებ სხვა დამატებით ინფორმაციას (თუ დამატებითი ინფორმაციის წერილობითი მოპოვება ვერ ხერხდება, საქმის წარმოებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ზეპირი ან ელექტრონული ფოსტის ფორმით მიღებული ინფორმაცია, რომელიც ასევე აღირიცხება და სისტემატიზირდება);
  • სამსახურის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით ხურავს საქმეს, ხოლო დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, რომ საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს ფულის გათეთრებას ან ტერორიზმის დაფინანსებას ან/და პრედიკატიულ დანაშაულს ამზადებს შესაბამის ინფორმაციასა და მასალებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გადასაგზავნად;
  • აანალიზებს საკუთარი საქმიანობის შედეგებს და სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამუშაო პროცესის გაუმჯობესების შესახებ. წარუდგენს მას ანგარიშს თავისი მუშაობის შესახებ;
  • უზრუნველყოფს ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას;
  • დროულად რეაგირებს შემოსულ წერილებზე და ასრულებს სხვა დავალებებს;
  • ასრულებს სამმართველოს უფროსის მითითებებსა და დავალებებს.

ძირითადი მოთხოვნები:
  • განათლება - უმაღლესი
  • ინფორმაციის/მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის (MS Office Word, Outlook, PowerPoint, Excel) ძალიან კარგი ცოდნა;
  • ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის (SPSS, Excel add-in - Analysis ToolPak) და ანალიზის შედეგების ვიზუალიზაციის (MS Visio) პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
  • სხვადასხვა ელექტრონული წყაროებით ინფორმაციის მოძიების და მოპოვებულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სტატისტიკის საფუძვლების ცოდნა და საქმიანობაში გამოყენების გამოცდილება (სასურველია);
  • საერთაშორისო ტრენინგებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);
  • კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ ტრენინგებში მონაწილეობა და შესაბამისი სერთიფიკატის ფლობა (სასურველია).“

საკონკურსო თემატიკა
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
  • „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის პროცესის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები (იხილეთ ბმულზე https://www.fms.gov.ge//ka/laws/regulations)

დამატებითი ინფორმაცია
  • აუცილებელია, კანდიდატმა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
  • კანდიდატი ვერ გადავა გასაუბრების ეტაპზე, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის გათვალისწინებით;
  • კანდიდატთან დაკავშირება განხორციელდება განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს შერჩევის მიზნებით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოიძიების/გადამოწმების თაობაზე.

კონკურსის ეტაპები
  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა: საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, აპლიკაციების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება წარმოებს პორტალზე: vacancy.hr.gov.ge 2026 წლის 8 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით.

სხვა, დამატებითი სავალდებულო მოთხოვნების გასაცნობად და კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის წარმოსადგენად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/103351?active=1
Apply (On another website)
Information technologies
Information Security Analytics
Administration / Business Management
Department Management
Views
Unique views