Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR)
Social Media Management
ორგანიზატორი: DoSocial.ge
DoSocial.ge 8 წელზე მეტია მართავს კომპანიების სოციალურ მედიას და გიწვევთ სოციალური მედიის მართვის (SMM) პრაქტიკულ კურსზე / ტრენინგზე. ვასწავლით ზუსტად იმას, რასაც თვითონ ვაკეთებთ ყოველდღე — რეალური კლიენტებისთვის.
ტრენინგი განკუთვნილია:
- სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ პრაქტიკული უნარის შეძენა;
- მათთვის, ვისაც სურს ციფრული მარკეტინგის სფეროში დასაქმება;
- ფრილანსერებისთვის (Upwork, LinkedIn, Fiverr);
- ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი სოციალური მედიის მართვა.
- წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის.
ტრენინგის პროგრამა:
კვირა 1 — სოციალური მედია ბიზნესში
- რა არის SMM და რატომ სჭირდება ბიზნესს
- Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn — მიმოხილვა
- სააგენტოს სამუშაო პროცესი შიგნიდან
- კარიერული გზები — ადგილობრივი და საერთაშორისო
კვირა 2 — სტრატეგია და კონტენტი
- სამიზნე აუდიტორიის კვლევა და პერსონა
- კონტენტ სტრატეგია და კალენდარი
- Copywriting სოციალური მედიისთვის
- Canva — ვიზუალი პროფესიონალურ დონეზე
კვირა 3 — რეკლამა და ტარგეტინგი
- Meta Business Manager — სრული სეტაპი
- Facebook და Instagram რეკლამის ფორმატები
- ტარგეტინგი, Pixel, Custom Audiences
- რეალური კამპანიის შექმნა — ლაივ სესია
კვირა 4 — შედეგები, კლიენტი და კარიერა
- ანალიტიკა და რეპორტინგი
- კლიენტების მოძიება Upwork-სა და LinkedIn-ზე
- საბოლოო პროექტი
- სერტიფიკატის გადაცემა
ტრენინგის შესახებ:
- ხანგრძლივობა: 4 კვირა, 8 გაკვეთილი (კვირაში 2 გაკვეთილი, თითო 1–1.5 საათი)
- ფორმატი: ონლაინ (Zoom / Google Meet), საღამოს საათებში
- ჯგუფში მაქსიმუმ 15 მონაწილე
- ყოველ გაკვეთილს ახლავს პრაქტიკული დავალება
- გაკვეთილების ჩანაწერები ხელმისაწვდომია მონაწილეებისთვის
- დასრულებისას გაიცემა DoSocial.ge-ის სერტიფიკატი
- წარმატებული მონაწილეები გაივლიან სტაჟირებას კომპანიაში
- ტრენინგი იწყება ჯგუფის დაკომპლექტებისთანავე
ღირებულება: 450 ლარი (გადახდა ბარათით ან საბანკო გადარიცხვით)
კურსის / ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, ხოლო წარმატებულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ფასიანი სტაჟირება კომპანიაში.
რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია:
https://dosocial.ge/course/
კონტაქტი:
ელ-ფოსტა: hi@dosocial.ge
ტელ.: 555 44 05 11
